21-22 დეკემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ლატვიის 19-წლამდე ნაკრები იქნება. ორივე შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს და 16:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე 16 მოთამაშე გამოიძახა, ყველა მათგანი მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე დვალიშვილი (თელასი), მიხეილ ბახუტაშვილი (თელასი), ვასილ ცქიტიშვილი
წინა ხაზი: ნიკა ხარატიშვილი (თსუ), რომან კუხიანიძე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები უეფას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფში თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შესარჩევი ტურნირის მეხუთე ჯგუფის მატჩებს 26-31 მარტს თბილისი უმასპინძლებს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით