ფოტო: gff.ge
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 5:3 დასრულდა.
მეტოქეს თითო გოლი ირაკლი თოდუამ, შოთა თოფურიამ, არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაუტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ლაურინას გლინსკისმა ჩაჭრა.
საქართველო: კუპატაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ზედელაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, დვალიშვილი, კაპანაძე, მურცხვალაძე, სილაგავა, თოფურია, კეკელია, კურტანიძე
ლიეტუვა: გლინსკისი, დერენდიაიევი, ვოსკუნოვიჩი, ზაგურსკასი, სენძიკასი
სათადარიგო შემადგენლობა: მაცენისი, ლაბუცკასი, იანკაუსკასი, სტეინასი, სპიეტინისი, პეტუკაუსკასი, მუცინისი, პაულაუსკასი, რეიმარისი
გოლები: 1:0 თოდუა (13), 1:1 სენძიკასი (20), 2:1 გლინსკისი (25), 3:1 თოფურია (29), 3:2 ვოსკუნოვიჩი (31), 4:2 სებისკვერაძე (33), 5:2 კურტანიძე (35), 5:3 ზაგურსკასი (38)
საქართველოსა და ლიეტუვის ეროვნულ ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 16 აპრილს შედგა და მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით, 7:1 დასრულდა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდის შეხვედრებს 22-27 ოქტომბერს გამართავს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს პოლონეთი უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ორი გუნდი მოიპოვებს.
მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით