ხოჭოლავა გაძვირდა, ანანიძე გაიაფდა - ქართველი ფეხბურთელების ახალი სატრანსფერი ფასები

AutoSharing Option
გერმანულმა ვებგვერდმა transfermarkt.de-მ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებების განახლება დაიწყო და რამდენიმე ქართველი მოთამაშის ფასმა აიწია, ხოლო ზოგი პირიქით გაიაფდა.

მაშ ასე მივყვეთ ცვლილებებს და დავიწყოთ იმ ქართველი ფეხბურთელებით, რომლების ფასმაც იმატა.

დონეცკის "შახტარის" მცველის დავით ხოჭოლავას სატრანსფერო ფასი ნახევარი მლნ ევროთი გაიზარდა და ამ დროისთვის ხოჭოლავა transfermarkt.de-ს მონაცემებით 3 მლნ ევრო ღირს.

ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში "შახტარის" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, აქედან 3 ჩემპიონთა ლიგაზე და ერთი თასზე. გარდა ამისა ხოჭოლავამ ერთი გოლიც გაიატანა.

მისი სატრანსფერო ფასის დიაგრამა ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

რუსული
"უფას" მცველი ჯიმი ტაბიძის ღირებულება 1 500 000 ევროა, რაც წინა მაჩვენებელთა შედარებით ნახევარი მლნ ევროთი მეტია.

22 წლის ტაბიძე "უფას" შემადგენლობის ძირითადი ფეხბურთელი და მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, აქედან 6 ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ერთი თასზე. ტაბიძის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაც არის.

ტაბიძე პროგრესირებს, როგორც სათამაშო ისე სატრანსფერო ღირებულებიც კუთხით. ქართველი ფეხბურთელი "უფას" 5 ყველაზე ძირადღირებულ ფეხბურთელების სიაშია.

Sportall.Ge

ფასის მატება მხოლოდ მცველებს არ შეეხოთ, გრაცის "შტურმის" შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 1 მლნ ევრო ღირს, რაც 200 000 ევროთი მეტია წინა პერიოდთან შედარებით.

თბილისის "დინამოდან" გადასვლის შემდეგ კიტეიშვილის სატრანსფერო ფასმა პირველად მოიმატა.

კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მისი სატრანსფერო ფასის დიაგრამა ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

სამწუხაროდ მეტი ფეხბურთელი არ გვყავს, რომლებსაც ფასი მოემატათ. სამაგიეროდ გვყავს დაახლოებით ორჯერ მეტი, ვისაც სატრასფერო ღირებულება შეუმცირდათ.

დავიწყოთ ჯანო ანანიძით, ქართველ შემტევს ცუდი პერიოდი უდგას. მოსკოვის "სპარტაკმა" მას უწყება გაუგზავნა, რომლის მიხედვით კლუბს ანანიძე არ სჭირდება და თხოვს ზამთარში კლუბი შეიცვალოს. ეს ჯანოსთვის საკმაოდ რთული მისაღები აღმოჩნდა, ხოლო მისი კარიერის გაგრძელების ვარიანტად "კრილია სოვეტოვი" სახელდება.

ჯანოს სატრანსფერო ღირებულება ბოლოს 2 მლნ ევრო იყო, ახლა კი ეს თანხა 1 მლნ ევროთი შემცირდა.

ანანიძეს მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. მას ან ტრავმა ჰქონდა ან მწვრთნელი არ უთმობდა შესაბამის სათამაშო დროს. საბოლოოდ ჯანო წინ ვერ მიიწევს.

ანანიძემ მიმდინარე სეზონში სულ 3 მატჩში მიიღო მონაწილება და საერთო ჯამში 43 წუთი ითამაშა.

"სან ხოსეს" 31 წლის მცველის გურამ კაშიას სატრანსფერო ფასმა ნახევარი მლნ ევროთი იკლო და ამჟამად 1 500 000 ევროა. კაშიამ MLS-ში 12 მატჩი ჩაატარა, თუმცა როგორც მისთვის ისე ამერიკული გუნდისთვის სეზონი ამერიკაში წარუმატებელი იყო.

"სან ხოსეს" მეორე ქართველს ვაკო ყაზაიშვილს ასევე კლება აქვს. თუ აქამდე ვაკო 2.5 მლნ ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 2 მლნ ევროა. 2018 წელს ვაკომ MLS-ში 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც ცუდი შედეგი არ არის.

აღსანისნავია, რომ ვაკო და გურამი "სან ხოსეს" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები არიან.

კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც რუსეთში საქმე კარგად ვერ აეწყო თორნიკე ოქრიაშვილია. ოქრიაშვილმა და "კრასნოდარმა" ორმხირივ შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს და ამჟამად თორნიკე უკლუბოდაა.

მისი სატრანსფერო ღირებულება 1 მლნ ევროდან 800 000 ევრომდე ჩამოვიდა.

ოქრიაშვილმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

მინსკის "დინამოს" მცველის გიორგი ნავალოვსკის ფასი 250 ათასაიდან 200 ათასამდე შემცირდა. ნავალოვსკიმ 2018 წელს 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ემპოლის" ქართველი ფორვარი ლევან მჭედლიძე ამ დროისთვის ნახევარ მლნ ევრო ღირს, მანამდე მისი ფასი 600 ათასი ევრო იყო. მიმდიანრე სეზონში მან სულ 5 შეხვედრაში ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელების ფასებში ცვლილებები არაა. აქვე გეტყვით, რომ transfermarkt.de-ს ბელგიის ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები ჯერ არ განუახლებია.

მეკარეები
გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი) - 800 000 ევრო
როინ კვასხვაძე (ტორპედო) - 400 000
ლაზარე კუპატაძე (საბურთალო) - 200 000

მცველები
საბა კვირკველია (ლოკომოტივი) - 8 000 000
დავით ხოჭოლავა (შახტარი) - 3 000 000
გურამ კაშია (სან ხოსე) - 1 500 000
ჯიმი ტაბიძე (უფა) - 1 500 000
ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი) - 1 000 000
ლაშა შერგელაშვილი (რიგასი) - 375 000
გიორგი ნავალოვსკი (დინამო მნ) - 250 000

ნახევარმცველები
გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - 5 000 000
ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე) - 2 000 000
ვალერიან გვილია (ლუცერნი) - 1 250 000
ჯანო ანანიძე (სპარტაკი) - 1 000 000
ჯაბა კანკავა (ტობოლი) - 1 000 000
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 1 000 000
თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი) - 800 000
გიორგი აბურჯანია (ლუგო) - 800 000
გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) - 800 000
ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - 700 000
გიორგი არაბიძე (ნასიონალი) - 500 000
გიორგი მერებაშვილი (პლოცკი) - 400 000
ჯაბა ჯიღაური (გრენობლი) - 300 000

თავდამსხმელები
გიორგი ქვილითაია (გენტი) - 3 000 000
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი) - 700 000
ლევან მჭედლიძე (ემპოლი) - 500 000

altჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ანანიძე... - ზამთრის შესაძლო ტრანსფერები

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნუკრი რევიშვილმა დაამთავრა კარიერა?
0
კაჭარავა 700 ლარზე მეტი არ ღირს
დათო
17:30 26-12-2018
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული