იყრის თუ არა კენჭს ლევან კობიაშვილი? - სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს 29-ე საარჩევნო ყრილობის დანიშვნის გადაწყვეტილება 28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილების შესაბამისად, ყრილობა ფედერაციის პრეზიდენტს 15 თებერვალს, სიმბოლურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს აირჩევს.

აღმასკომის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიისთვის კომენტარი ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"წლის შემაჯამებელ აღმასკომის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რიგით 29-ე ყრილობის დანიშვნის თარიღი. ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წელი საარჩევნო წელია, ყრილობაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს, 15 თებერვალს გაიმართება, მოხდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასკომის წევრების
არჩევა. გადაწყვეტილება, რომელიც წესდების შესაბამისად და ყველა მოთხოვნის დაცვით იქნა მიღებული, განპირობებულია იმით, რომ მომავალი წლის მიზნებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, არჩევნები ჩატარდეს ვიდრე აქტიურ ფაზაში შევა სეზონი, რათა გამარჯვებულ კანდიდატს მიეცეს საშუალება, სწორად წარუძღვეს პროცესს, რაც თავისთავად მხოლოდ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარეობს." - აღნიშნა მან.

ლევან კობიაშვილმა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა:

"ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე დადებითი პროცესების შედეგად, დღეს ჩემი მოტივაცია გაცილებით დიდია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც პირველად მხვდა წილად პატივი, ვყოფილიყავი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. დანარჩენს ყველაფერს, წესდების შესაბამისად ვიმოქმედებთ და შევატყობინებთ საზოგადოებას."- განაცხადა მან.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა:

"გენერალურ სამდივნოს უკვე დაევალა, რომ ორშაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრებს განესაზღვროთ ვადები პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, ასევე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისა და იმ დელეგატების წარდგენის შესახებ, რომლებიც ყრილობაში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის ყველა წევრს საშუალება მიეცემა დღის წესრიგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული თარიღები, ორშაბათს, 31 დეკემბერს დაზუსტდება და რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იქნება, ბუნებრივია, ინფორმაციას მივაწვდით მედიასა და საზოგადოებას."- აღნიშნა დავით მუჯირმა.

მომზადებულია Gff.ge-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ლევანი უნდა დარჩეს, თუ არა პრეზიდენტად უნდა ვიმსჯელოთ მისი მუშაობის შედეგებით და არა გამოგონილი მიზეზებით. იმათი ვერ გამიგია ვინც მის პარლამენტარობას აკრიტიკებს, მე მირჩევნია თვით პრემიერმინისტრი იყოს ფეხბურთის პრეზიდენტი. განა მისი გავლენა ქვეყანაში არ მოეხმარება ფეხბურთის განვითარებას? ვისაც პოლიტიკური აწუხებს, გთხოვთ ფეხბურთს თავი დაანებეთ, ამ სპორტში საქართველო თვითმყობადი ქვეყანაა და ამით მსოფლიოში ჩვენი ადგილი და როლი უნდა განვსაზღვროთ. იქ სადაც ჩვენ ვიმყოფებით არა არის მისაღები, ჩვენ ისეთივე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ, როგორიც ეს მოჭიდავეებს აქვთ მსოფლიოში. ლევანი მოვიდა და გაატარა რეფორმები, რომელთა გატარებით გარკვეული დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა და ამ დროს უაყოფითად პარლამენტარობას ვუთვლით. ნაკრების რეიტინგი აიწია, ქვეყნის ჩემპიონი (ტორპედო ქუთაისი, გაისად უფრო მეტს ვუსურვებთ) ჩემპიონთა და ლიგის პლეიოფში თამაშობს, როცა პირველიველი ტურში ვარდებოდნენ, ხდება თითქმის ყველა თამაშის პირდაპირი ტრანლიაცია, გაიზარდა თამაშებში ტემპი და მეტი მოტივაცია აქვთ. რასაც ადასტურებს მინიმუმამდე დაყვანილი სხვაობა ქულებში ჩემპიონსა და აუტსაიდერებს შორის. აქედან გამოდინარე ლევანს მხარს ვუჭერ არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე და ყველა ქართული ფეხბურთის მოყვარულს უმორჩილესად ვთხოვ, მხარი დაუჭიროს ლევანს არჩევნებში, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
გიზოგ
17:37 28-12-2018
8
უნდა გახდეს, რა თქმა უნდა. მითუმეტეს როცა შედეგი არის (ნაკრები). ასე რომ აქ არაფერია საკამათო. ბოდიში და აქ ზოგიერთები პოლიტვირუსით არიან შეპყრობილი. ამათი განკურვნა შეუძლებელია.
ზაალი.
16:46 28-12-2018
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული