თურქულ შეკრებაზე მყოფმა პოლტავის "ვორსკლამ" ამხანაგურ მატჩში სერბეთის სუბოტიცას "სპარტაკს" 3:1 სძლია.
უკრაინულ გუნდში პირველი ტაიმი ითამაშა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ და 24-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
პოლტავური გუნდის მცველს, ანდრო გიორგაძეს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
"ვორსკლა" შეკრებაზე კიდევ სამ სპარინგს ჩაატარებს, 24 თებერვალს კი უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში "კარპატის" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, 1 თებერვალს "სპატრაკმა" თბილისის "დინამოს" ფრე გაუგორა - 1:1.