31 წლის ნუკრი რევიშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2005 წლის 8 ოქტომბერს შედგა. მას შემდეგ მან "ჯვაროსნების" მაისური 33 შეხვედრაში მოირგო.
კარიერის განმავლობაში მან მოიგო რუსეთის პრემიერლიგა, მალტის ჩემპიონატი და თასი.
რევიშვილი თავის დროზე თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში", ყაზანის "რუბინში", მახაჭყალის "ანჟიში", "კრასნოდარში", გორის "დილაში", "ვალეტაში", "ტოსნოში", "მორდოვიაში", თბილისის "დინამოში", "დაჩიაში". მისი ბოლო კლუბი კი "რუსთავი" იყო.