პირველი არხი: ნუკრი რევიშვილმა 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ნუკრი რევიშვილმა კარიერა დაასრულა. ამის თაობაზე საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ "პირველ არხთან" განაცხადა.

31 წლის ნუკრი რევიშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2005 წლის 8 ოქტომბერს შედგა. მას შემდეგ მან "ჯვაროსნების" მაისური 33 შეხვედრაში მოირგო.

კარიერის განმავლობაში მან მოიგო რუსეთის პრემიერლიგა, მალტის ჩემპიონატი და თასი.

რევიშვილი თავის დროზე თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში", ყაზანის "რუბინში", მახაჭყალის "ანჟიში", "კრასნოდარში", გორის "დილაში", "ვალეტაში", "ტოსნოში", "მორდოვიაში", თბილისის "დინამოში", "დაჩიაში". მისი ბოლო კლუბი კი "რუსთავი" იყო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთი შვილი რომ მოგიკვდება მერე რომელ კარიერაზეა ლაპარაკი ან მის გაგრძელებაზე როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო
პაკო
19:49 05-02-2019
0
სხვა რა პრობლემა უნდა იყოს თუ არა ის რაც მოუვიდა მის ოჯახს...იმხელა უბედურება დაატყდა თავს რო არ ეფეხბურთება მართლა ნუკრის... არადა ნაღდად ნაკრების პირველი ნომერი იყო, ათასჯერ სჯობდა ლორიას ...
KAXAKAXI
22:20 05-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული