პირველი არხი: ნუკრი რევიშვილმა 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ნუკრი რევიშვილმა კარიერა დაასრულა. ამის თაობაზე საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ "პირველ არხთან" განაცხადა.

31 წლის ნუკრი რევიშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2005 წლის 8 ოქტომბერს შედგა. მას შემდეგ მან "ჯვაროსნების" მაისური 33 შეხვედრაში მოირგო.

კარიერის განმავლობაში მან მოიგო რუსეთის პრემიერლიგა, მალტის ჩემპიონატი და თასი.

რევიშვილი თავის დროზე თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში", ყაზანის "რუბინში", მახაჭყალის "ანჟიში", "კრასნოდარში", გორის "დილაში", "ვალეტაში", "ტოსნოში", "მორდოვიაში", თბილისის "დინამოში", "დაჩიაში". მისი ბოლო კლუბი კი "რუსთავი" იყო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
უნდა გავუგოტ ნუკრის და მადლობა ვუტხრატ ყველაპრისტვის. მადლობა რევო!
0
მაგარი კაცი და პიროვნება, უმაგრესი მშობლების შვილი და უმაგრესი ხალხის შვილისშვილი
Irakli Apkhaidze
01:48 06-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული