მეორე თურქულ შეკრებაზე "საბურთალო" ამხანაგურ მატჩში შვედეთის "ესკილუნტას" დაუზავდა - 1:1
პირველ ტაიმში ანგარიში თბილისელთა მცველმა ნიკოლოზ მალიმ გახსნა, შესვენების შემდეგ კი სკანდინავიურმა გუნდმა საპასუხო გოლი გაიტანა.
საბურთალო (პირველი ტაიმი): მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი, გი, ვაგნერი, შინდაგორიძე, დვალიშვილი
საბურთალო (მეორე ტაიმი): მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, კაკუბავა, ცნობილაძე, თევზაძე, ტერა, დიასამიძე, გვარაძე, კოხრეიძე, გოშთელიანი, როლოვიჩი
12 თებერვალს "საბურთალო" ბოსნიის "სარაევოს" შეხვდება.