"ტორპედო" ნიკა სანდოხაძის "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ზედიზედ სამი ამხანაგური მატჩის მოგების შემდეგ "ტორპედო" "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა.

შეხვედრა წვიმიან ამინდში, მძიმე გაზონზე ჩატარდა, პირველი ტაიმი ლვოველებმა 2:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი კიდევ ერთი გოლი გაიტანეს.

მეტოქე გუნდში პირველი ტაიმი ქართველმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ ითამაშა, რომელიც პირველ წრეში "რიგაში" იყო განათხოვრებული.

ტორპედო (სასტარტო): ქვილითაია, აზაცკი, კობახიძე, ხურცილავა, სტიეპოვიჩი, ცინცაძე, გიგაური, ქიმაძე, დოლიძე, კაპანაძე, ზივზივაზე

სათადარიგოები: მიქაია, გეგეჭკორი, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ბურჯანაძე, ბოჭორიშვილი, ნებიერიძე, ჩაჩუა, ლუკა, შარვაშიძე, წიქარიძე, ქავთარაძე

დღეს "ტორპედო" დონეცკის "ოლიმპიკს", 16 თებერვალს კი კიევის "არსენალს"
შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული