თურქულ შეკრებაზე "ტორპედომ" მესამე მატჩიც მოიგო - ამჯერად ბელგრადის "რადს" 3:1 სძლია.
დუბლი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა, 1 გოლი კი გრიგოლ დოლიძემ გაიტანა.
ტორპედო (სასტარტო): ქვილითაია, კობახიძე, ხურცილავა, გეგეჭკორი, სტიეპოვიჩი, გიგაური, ცინცაძე, ქავთარაძე, ქიმაძე, კაპანაძე, ზივზივაძე
(სათადარიგოები): მიქაია, ტაბატაძე, ბურჯანაძე, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, ბოჭორიშვილი, ჩაჩუა, დოლიძე, შარვაშიძე, ლუკა, წიქარიძე
აქამდე "ტორპედომ" "აკადემია პანდევს" და მინსკის "დინამოს" მოუგო, 13 თებერვალს კი ლვოვის "კარპატის" შეხვდება.