ბუდუ ზივზივაძეს ისევ გააქვს - ქუთაისის "ტორპედოს" პირველი ფრე თურქულ შეკრებაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" თურქეთში მეხუთე ამხანაგური მატჩი დონეცკის "ოლიმპიკთან" გამართა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.

ქუთაისელთაგან გოლები ქავთარაძემ და ზივზივაძემ გაიტანეს - ნოდარმა 34-ე წუთზე შეაგდო, ბუდუმ კი 4 წუთში აიღო მეტოქის კარი.

"ტორპედო" მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გავიდა: როინ კვასხვაძე, მამუკა კობახიძე, ანრი ჭიჭინაძე, ვაჟა ტაბატაძე, ვახტანგ ნებიერიძე, მათე ცინცაძე, ამბროსი ჩაჩუა, თენგიზ წიქარიძე, ნოდარ ქავთარაძე, რიჩარდ ლუკა, ბუდუ ზივზივაძე.

სათადარიგოები: ლუკა მიქაია, მაქსიმე ქვილითაია, ოლექსანდრ აზაცკი, დავით ხურცილავა, შალვა ბურჯანაძე, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ვახტანგ ბოჭორიშვილი, თამაზ შარვაშიძე, მერაბ გიგაური,
გიორგი ქიმაძე, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე კაპანაძე.

ხვალ, 15 თებერვალს ქუთაისელები კიდევ ერთ უკრაინულ გუნდს - კიევის "არსენალს" დაუპირისპირდებიან, სადაც დავით თარგამაძე და თემურ ფარცვანია ვარჯიშობენ. ამით "ტორპედოს" თურქული შეკრება სრულდება.

alt"ტორპედო" ნიკა სანდოხაძის "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული