"სიონმა" "ორენბურგთან" 0:4 წააგო - მეტოქის მწვრთნელი მომენტების რეალიზაციით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ბოლნისის "სიონი" რუსეთის "ორენბურგთან" 0:4 დამარცხდა.

"სიონმა" მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა "ორენბურგს", რომელიც 0:0 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი 4 უპასუხო გოლი გაუშვა.

სიონი (პირველი ტაიმი): ზარქუა, ტვილდიანი, აფაქიძე, თომაშვილი, სუხიაშვილი, ხმალაძე, თარხნიშვილი, ისიანი, რაჟამაშვილი, კირკიტაძე, მაქაცარია

სიონი (მეორე ტაიმი): ლ. ისიანი, აფაქიძე, თომაშვილი (ხეცურიანი 68), ტვილდიანი (კირკიტაძე 80), მანაგაძე, ხმალაძე (სიხარულია 59), თარხნიშვილი, ლეჟავა, რაჟამაშვილი, (მესხი 72), ქიქავა, უგულავა

ნამატჩევს "ორენბურგის" მწვრთნელმა ვლადიმირ ფედოტოვმა განაცხადა, რომ მეტოქემ წინააღმდეგობა გაუწია, თამაშისას მაღალი ტემპი შესთავაზა, მისი გუნდის ნაკლი კი მომენტების
რეალიზაციაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული