"უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას. ჩემთვის ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ მივიღე ამხელა ნდობა. ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც დაწყებული გვაქვს. საკმაოდ თვითკრიტიკულები ვართ და ვაცნობიერებთ არსებულ გამოწვევებს. უფრო მეტად ვარ მოტივირებული და მაქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო იმ სფეროს, რომელიც ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.
რასაკვირველია, ცუდია, რომ სხვა კანდიდატურა არ ყოფილა წარმოდგენილი. გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, მსგავსი კითხვა რომ არ
მოცემულობა ასეთია, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ მომავალში უფრო მეტი კონკურენცია და ჯანსაღი კრიტიკა იყოს", - თქვა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კობიაშვილი სფფ-ს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ვლადიმირ ვაისი: აქ კობიაშვილის მხარდასაჭერად ვარ... ლევან ხარაბაძე?