თურქულ ბელეკში ჩატარებულ მორიგ ამხანაგურ მატჩში "ჩიხურა" მოსკოვის "დინამოსთან" 0:5 განადგურდა.
"ჩიხურას" ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ შეცვლაზე შესული მუმლაძის მიერ 81-ე წუთზე შესრულებული პენალტი მეკარე შუნინმა მოიგერია.
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (კამლაძე 68), კაშია, კორიფაძე, მამასახლისი, მახარობლიძე (დეკანოიძე 61), მარკოზაშვილი (მუმლაძე 61), სარდალიშვილი, ლექვთაძე (იონანიძე 68), ფანცულაია (ჩიხლაძე 61)
საჩხერულმა გუნდმა აქამდე თურქმენეთის "აჰალს" 1:0 სძლია, ხოლო ბულგარეთის "სეპტემვრის" დაუზავდა - 0:0.