"ვიტ ჯორჯიამ" შეკრებაზე ყაზახეთის "კაისარს" 3:2 მოუგო

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ყაზახეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ "კაისარს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.

ანგარიში ვიტ ჯორჯიელებმა სწრაფადვე გახსნეს. მეთორმეტე წუთზე ვეტერინართა კომბინაცია ნიკოლოზ მაისურაძის მიერ გატანილი ბურთით დასრულდა, რომელმაც დავით მუჯირის გადაცემის შემდეგ იშვიათი სილამაზის გოლი შეაგდო - 1:0. დაპირისპირების 32-ე წუთზე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, გოლი შოხან აბზალოვმა გაიტანა - 1:1. ვიტ ჯორჯიელებმა პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, კაისარის კარი 38-ე წუთზე დავით მუჯირმა დალაშქრა - 2:1. ყაზახებმა ანგარიში 43-ე წუთზე კიდევ
ერთხელ გაათანაბრეს, შედეგიანი დარტყმის ავტორი ტიგრან ბარსეღიანი გახდა - 2:2.

საფინალო რეზულტატი 66-ე წუთზე დაფიქსირდა. ვიტ ჯორჯიელებმა ჯარიმა გაითამაშეს, კარში კახაბერ კაკაშვილმა დაარტყა და ქაისარის კიპერმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ბურთთან პირველი გიორგი ვასაძე აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საბოლოო წერტილი დასვა - 3:2.

ვიტ ჯორჯია - კაისარი 3:2
გოლები: 1:0 მაისურაძე (12) 1:1 აბზალოვი (32) 2:1 მუჯირი (38) 2:2 ბარსეღიანი (43) 3:2 ვასაძე (66)

ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე (ისერგიშვილი 46'), გაფრინდაშვილი (საჯაია 65'), ლაცაბიძე, ვაზაგაშვილი (ვასაძე 46'), ზარიძე (მოსიაშვილი 65'), მუსელიანი, კიკნაველიძე (ჩიტიშვილი 60'), მუჯირი (ღირდალაძე 68'), მაისურაძე (ჩაკვეტაძე 58'), კაკაშვილი (ღუდუშაური 68'), სეხნიაშვილი

კაისარი: გრიგორენკო, ამირსეიტოვი, ბარსეღიანი, გორმანი, ლამანჟე, მაროჩკინი, ტაგიბერგენი, ბეზკატი, სადოვნიჩი, ჯოშუა, მბომბო

witgeorgia.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
Ar uchxubiat?)
FCDB1923
23:13 16-02-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული