23 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამომ" ბრესტის "დინამოს" 2:1 სძლია.
24-ე წუთზე ანგარიში პენალტით კუტალიამ გახსნა, 26-ე წუთზე შულაიამ დალაშქრა პავლიუჩენკოს კარი, 87-ე წუთზე კი პაველ სავიცკიმ ერთი ბურთი გაქვითა.
დინამო (თბილისი - სასტარტო): სიკაჩი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, ნოჩე, ივანისენია, ნინუა, შულაია, როხანო, კარბია, კუტალია
სათადარიგოები: პერალესი, ქარდავა, ზარია, ერგემლიძე, შენგელია, პაპავა
ამით "დინამომ" შეკრება დაასრულა და სამზადისს თბილისში გააგრძელებს. 3 მარტს ეროვნული ლიგის პირველ ტურში "დინამო" "ჩიხურას" უმასპინძლებს.