შეკრების უკანასკნელ მატჩში "ლოკომოტივს" უზბეკეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა სძლია

AutoSharing Option
ესპანეთში მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპის ბოლო მატჩში "ლოკომოტივი" უზბეკეთის ოლიმპიურ ნაკრებთან 2:3 დამარცხდა.

მატჩი უზბეკეთმა აქტიურად დაიწყო, ლოკომოტივის მხრიდან დაშვებულმა შეცდომებმა ნომინალურ მასპინძლებს სწრაფი გოლის გატანის საშუალება მისცა. მალევე მეტოქემ მეორე და მესამე გოლი გაიტანა და პირველსავე ნახევარში ანგირიშით 3:0 დაწინაურდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ერთი ბურთი გაქვითა 3:1. მეორე ნახევრის სტარტიდანვე "ლოკომ" აქტიურად შეუტია, მოპოვებული უპირატესობა გატანილ გოლში მხოლოდ 85-ე წუთზე გარდაიქმნა, ლუკა კიკაბიძის საგოლე გადაცემით დავით ჯიქიამ ისარგებლა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომოტივი" ეცადა ანგარიშის
გათანაბრებას, მაგრამ მატჩი უზბეკეთის გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა.

"ლოკომოტივი" სამშობლოში 23 თებერვალს დაბრუნდება და ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონისთვის მზადებას საგურამოს ბაზაზე გააგრძელებს.

ლოკომოტივი: ბულისკირია, ჭანტურია (ანდრონიკაშვილი 55), გაბაძე (ძებნიაური 60), გურეშიძე, შონია, არდაზიშვილი (სამურკასოვი 63), კირკიტაძე (კობახიძე 68), გვალია (კიკაბიძე 70),ინჯგია (ჯიქია 75), უბილავა (კომახიძე 78), სიხარულიძე(შეყილაძე 80)

fcloco.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული