ვიტალი დარასელიას თასი: სფფ-მ პირველი მატჩი მოიგო, "ფეიენოორდმა" "ბრაგა" არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
17 აპრილს ვიტალი დარასელიას თასის მეორე დღე მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას 15-წლამდელთა 2 ქართული და 6 ევროპული გუნდი იღებს.

დღეს B ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართა.

პირველ შეხვედრაში სფფ-ის აკადემიამ კიევის "დინამოს" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 სძლია.

მატჩის ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე ღურცკაიამ გაიტანა.

სფფ-ის აკადემია 0:1

მეორე შეხვედრაში "ფეიენოორდი" პორტუგალიურ "ბრაგას" დაუპირისპირდა და მეტოქეს პირველივე ტაიმში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა - 5:0.


დღესვე გაიმართება A
ჯგუფის ორი შეხვედრა.

16:00 საათზე "ციურიხი" იტალიურ "ემპოლის" შეხვდება, თბილისის "დინამოს" და "ვულვერჰემპტონის" დაპირისპირება კი 18:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული