დღეს 15 წლამდელთა შორის ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპი მიმდინარეობს.
B ჯგუფში ბოლო ადგილზე ბოლო ადგილზე გასული კიევის "დინამო" A ჯგუფში მესამეზე გასულ "ციურიხს" შეხვდა და ანგარიშით 3:0 მოუგო. გატანილი გოლების ავტორები სლესარი (51) და განჟოლა (58) გახდნენ. მე-9 წუთზე საკუთარ კარში გოლი ტრიფუნოვიჩმა გაიტანა.
ციურიხი - დინამო (კ) 0:3
14:00 საათზე მეორე შეხვედრა დაიწყო, სადაც B ჯგუფში მესამე ადგილზე გასული "ბრაგა" A ჯგუფში მეოთხეზე გასულ "ვულვერჰემპტონს" შეხვდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
U15. ბრაგა - ვულვერჰემპტონი 1:3
21 აპრილს 12:00 საათზე კიევის "დინამოს" მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში "ვულვერჰემპტონს" დაუპირისპირდება. ხოლო "ბრაგა" და "ციურიხი" მე-7-8 ადგილების ვინაბას გაარკვევენ.
სფფ აკადემიასა და "ემპოლის" მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო თბილისის "დინამოსა" "ფეიენოორდს" შორის მატჩი 20:00 საათზე.