"ლოკომოტივი" ხმელთაშუა ზღვის ტურნირზე "ატლეტიკოსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა - დავითაშვილის შესანიშნავი ჯარიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

ქართული კლუბი მერვედფინალში პენალტების სერიაში მადრიდის "ატლეტიკოს" ასაკობრივ გუნდთან დამარცხდა.

თბილისელთაგან გოლები ზუკა დავითაშვილმა და ბექა ბუიღლიშვილმა გაიტანეს, განსაკუთრებით ლამაზი ზუკა დავითაშვილის საჯარიმო დარტყმა გამოდგა.

სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში 3 შეხვედრიდან 2 მოიგო და ტურნირის ფინალურ რაუნდში გავიდა.

"ლოკომ" ტურნირის პირველ დღეს ესპანური "ბანიოლესი" 5:0 გაანადგურა. მეორე დღეს ორი შეხვედრა ჩაატარეს ახალგაზრდა ლოკომოტიველებმა. სამწუხაროდ, პირველ მატჩი "ბ1 აკადემიის" წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით, 2:3 დათმეს, ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში კი
ბრიტანული "ელიტ აკადემია" დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული