წყალტუბოში სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 23 აპრილს, წყალტუბოს "26 მაისის" სახელობის სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიალს, საფეხბურთო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სტადიონის გახსნასთან დაკავშირებული ლენტი გაჭრეს წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.

ამის შემდეგ "სამგურალის" დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ეროვნული ჰიმნის თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს.

გახსნის ცერომონიალის შემდეგ გაიმართა ვეტერანთა მატჩი, რომელშიც ერთმანეთს
"სამგურალის" სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მეგობრული ანგარიშით - ფრედ, 3:3 დასრულდა.

ვეტერანთა მატჩი
სამგურალი-წყალტუბო 3:3
სამგურალი: ავთანდილ ჯანელიძე, მერაბ წიქორიძე (C), მიხეილ აშვეთია, ლევან ჩიხლაძე, შალვა ღონღაძე, თედო ფესტვენიძე, ბესიკ ხაჭიპერაძე, დათო ონიანი, დათო შალამბერიძე, ვალერი მუშკუდიანი, ტარიელ იოსელიანი, რეზო კოვზირიძე, ცოტნე გახოკიძე, ვაჟა ბზიკაძე

წყალტუბო: ოთარ ბობოხიძე, რამაზ კოღუაშვილი, იასონ ბზიკაძე, გელა წიქარიშვილი, გივი ჯანელიძე, აჩიკო ჩხაბერიძე, მიხეილ ტეხოვი, ფარვიზ ნიჟარაძე, ზურაბ ბერაძე, ავთო იოსელიანი, თენგო ახალაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ზვიად ქუთათელაძე, ზურაბ თუთბერიძე (C)

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს "26 მაისის" სახელობის სტადიონს ცოტა ხნის წინა ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და წყალტუბოს მერიის ერთობლივი პროექტით გარემონტდა.

ფედერაციის დაფინანსებით დაიგო ბუნებრივსაფარიანი მოედანი, გაკეთდა დრენაჟი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და ტაბლო.

წყალტუბოს მერიის დაფინანსებით გაკეთდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, VIP და PRESS ლოჟები, შემოიღობა მოედანი, დაიგო სარბენი ბილიკი, გაკეთდა ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები.

სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. იგეგმება ადმინისტრაციული შენობის აშენება, ასევე, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება. საბოლოოდ, სტადიონი 3500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

Sportall.Ge

მომზადებულია FC Samgurali official-ის "ფეისბუქგვერდის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მწვანე კარტოფილის სეტკები ვერ მოაშორეს სტადიონებს,,,
KAXAKAXI
01:45 24-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული