თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია კიდევ ერთი ტურნირის ჩატარებას გეგმავს.
ფიფია ისე გაახარა ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე თავისი აკადემიის 15-წლამდელთა გუნდის გამარჯვებამ, რომ არაა გამორიცხული, კიდევ ერთი ტურნირი ჩაატაროს. ამის შესახებ ფიფიამ პირველ არხს განუცხადა.
ფიფიამ აღნიშნა, რომ "რეალის" ჩამოყვანა ვერ მოხერხდა, რადგან გაზაფხულზე ჩამოსვლა ვერ შეძლეს, ახალი ტურნირი შესაძლოა, შემოდგომაზე ჩაატარონ, რომელზეც 14-წლამდე გუნდები იასპარეზებენ და "ლივერპულის" მოწვევა სურთ.
თბილისის "დინამოს" 15-წლამდელთა გუნდმა დარასელიას თასის ჯგუფურ ეტაპზე "ციურიხი" (3:0), "ვულვერჰემპტონი" (4:0) და "ემპოლი" (1:0) დაამარცხა, ნახევარფინალში "ფეიენოორდი" გაანადგურა (5:1), ხოლო
ფინალში "ემპოლის" სძლია (1:0).
"დინამომ" "ემპოლი" დაამარცხა და ვიტალი დარასელიას თასი მოიგო [VIDEO]
ვიტალი დარასელიას თასი: "დინამომ" "ფეიენოორდი" გაანადგურა და ფინალში "ემპოლის" შეხვდება [VIDEO]
ვიტალი დარასელიას თასი: "დინამომ" "ვულვერჰემპტონიც" არ დაინდო [VIDEO]
ვიტალი დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "ციურიხს" უპრობლემოდ სძლია [VIDEO]