დღეს 2019 წლის 13 მაისია. ზუსტად 38 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა დიუსელდორფში გაიმართა. ანგარიში გერმანელებმა გახსნეს 63-ე წუთზე. გერარდ ჰოპეს მიერ გატანილ გოლს 4 წუთში ვლადიმერ გუცაევმა უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გაიტანა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, ჩვენმა კლუბმა ევროთასი მოიგო.