უეფამ ანტისაოკუპაციო მაისურებთან დაკავშირებით რუსების მიმართვას უპასუხა

AutoSharing Option
როგორც რუსული გამოცემა championat.com-ი იტყობინება, ისინი დაუკავშირდნენ უეფას პრესსამსახურს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქართველი ფეხბურთელები, როგორც თავად თვლიან, მოედანზე "ანტირუსული" მაისურებით გამოვიდნენ.

როგორც გამოცემა წერს, მათ ასეთი პასუხი მიიღეს:

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მოქმედება განვითარდა შიდა ჩემპიონატში, სადისციპლინო ზომების გატარების უფლება მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებს აქვთ. უეფას იურისდიქციაში მხოლოდ იმ საკითხთა განხილვა შედის, რომლებიც მისი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ხდება."

შესაბამისად, უეფამ რუსებს განუცხადა, რომ სადამსჯელო სანქციები მათ კომპეტენციაში არ შედის.

ქუთაისის "ტორპედო" იყო პირველი გუნდი, რომელიც მოედანზე
ანტისაოკუპაციო მაისურებით გავიდა. ქუთაისელებს სხვა ქართული კლუბებიც მიჰყვნენ. აღნიშნულმა მოქმედებამ რუსებში პროტესტი გამოიწვია და დუმის დეპუტატმა უეფას ქართველი ფეხბურთელებისა და კლუბების დასჯა მოსთხოვა. როგორც რუსები ამბობენ, მაისურებზე სიცრუე იყო გამოხატული და რუსეთი აგრესორი/ოკუპანტი არაა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩაუდო რუსებს უეფამ
მოქალაქე
13:12 25-06-2019
1
ვითომ თვითონ ღრუსებმა არ იცოდნენ, რომ შიდა ჩემპიონატზე მაისურის წარწერიაზე უეფა არაფერს იტყოდა? ოკუპანტები უცოდინრებიც ყოფილან და ფეხბურთის წესდებაში ვერ ერკვევიან. კარგია თუ ასეთი სირები არიან. ცადონ იქნებ რომელიმე ოკუპირებული ტერიტორიის გუნდი ათამაშონ თავის ჩემპში და ვნახოთ მერე მათ უეფა რას ეტყვით. რუსეთი ოკუპანტია. PUTIN XUILO.
Geo_Dinamo
18:32 24-06-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული