შოთა არველაძე: ქართველები ევროპელები მხოლოდ რუკაზე ვართ, ისე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" წვრთნის.

ქართველ მწვრთნელთან ინტერვიუ რუსულმა ონლაინგამოცემა argumenti.ru-მ ჩაწერა. ქვევით გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს იმ ნაწილებს, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

"ერთ დროს რუსეთის ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს, თუმცა მაშინ ისეთი პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომ არ შემეძლო თანხმობის მიცემა. მეგობრულად და დიპლომატიურად ავუხსენი ყველაფერი რუს კოლეგებს და მათთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე.

უზბეკეთში ცხოვრებისას აღმოვაჩინე ძალიან ბევრი საინტერესო და უცნობი ფაქტი ამ ქვეყნის შესახებ. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კულტურებში ძალიან ბევრი საერთო რამეა.

ქართველები
რუკაზე ვართ ევროპელები, ისე კი უფრო აღმოსავლელი ხალხი ვართ, რაღაც მხრივ, აზიელებიც კი. ოჯახის კულტურა, მეზობლობის, გულმხურვალე დამოკიდებულება მშობლებისა და მეგობრების მიმართ, სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო - ყველაფერი ეს საერთო გვაქვს.

ადრე ვფიქრობდი, რომ საუკეთესო საჭმელს ქართველები ვაკეთებდით, თუმცა ახლა ქართულ სამზარეულოს მეორე ადგილზე ვაყენებ უზბეკურის შემდეგ. ყოველ ჯერზე არა მხოლოდ საკუთარ თავს, მზარეულებსაც ვეჩხუბები, რომ ისეთ გემრიელ საჭმელებს ნუ აკეთებენ", - აღნიშნა შოთა არველაძემ.

შოთას გაწვრთნილი "ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

15 ტურის შემდეგ გუნდს 41 ქულა აქვს, 13 შეხვედრა მოიგო, 2-ში ფრედ ითამაშა და უახლოეს მდევარ "ლოკომოტივს" 11 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
აი პატროიტი გენიოსი! ან ჭამა რა იცი, ან საქართველის ისტორია სად წაიკითხე, რატომ აქვეყნებთ ყველა უწიგნურთან ინტერვიუს?
zaza
01 აგვისტო 2019 20:16
6
შოთა ნამაზსაც ხო არ ასრულებ შემთხვევით?
Levan1
01 აგვისტო 2019 20:15
3
eh es cota ganvitarebuli megona inteleqtualurad... day...ba yofila rogorc fexburtelebis 99%.
levani
01 აგვისტო 2019 20:10
1
სულხან საბადან დაწყებული და მისგან კი არა ადრეულ შუასაუკუნეებიდან გიორგი ბრწყინვალედან და ჯვაროსნული ომებიდან, რომელთა მონაწილენიც ვიყავით , მოყოლებული ,ვიბრძვით ქართველი ხალხი საუკუნეებია, ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად და რასითაც სამხრეთევროპელები ვართ და ეს ფეხბურთელი, რაც არ უნდა დიდი სპორტსმენი იყვეს რაებს ეუბნება ? Dა ისიც რუსულ მასმედიას
ლევილიდან
01 აგვისტო 2019 19:47
8
შულხან საბადან დაწყებული და მისგან კი არა ადრეულ შუასაუკუნეებიდან გიორგი ბრწყინვალედან და ჯვაროსნული ომებიდან, რომელთა მონაწილენიც ვიყავით , მოყოლებული ვიბრძვით ქართველი ხალხი საუკუნეებია, ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად და რასითაც სამხრეთევროპელები ვართ და ეს ფეხბურთელი, რაც არ უნდა დიდი სპორტსმენი იყვეს რაებს ეუბნება ? Dა ისიც რუსულ მასმედიას
Levilidan
01 აგვისტო 2019 19:45
4
შოთა, ერთ საიდუმლოს გაგანდობ--რუკაზე აზიაში ვიმყოფებით.
ფერნანდო
01 აგვისტო 2019 19:21
17
Eვრაზია კონტინენტია ჩრდილოეთიდან ჩრ.ყინ ოკეანეთი და აღმოსავლეთ წყნარი და დასავლეთიდანაც ატლანტიკური ოკეანეებით მთავრედება.სამხრეთიდან კი ევროპა კონსტანტინოპოლით-ისტანბულით იფარგლება.ნახევარი ქალაქი ევროპაშია ,ნახევარი აზიაში ქვემოთ გამყოფი წყალია ხმელთაშუა ზღვამდე ე. ი. ატლანტიის ოკეანემდე ეგეის,მარმარილოს ზღვების დასავლეთით ევროპაა საბერძნეთით წყებული, აღმოსავლეთით და სამხრეთით ამ წყალგამყოფი ხაზიდან ა კი აზიაა , თურქეთით წყებული ინდეთის ოკეანემდე სამხრეთით და წყნარამდე აღმოსავლეთით.თურქეთი მარტო ისტამბულითაა ევროპაში.ხოლო მცირე კავკასიის ქედის ქვემოდან სასომხეთზე პირობითად გადის ევრაზიის სამრეთ ზღვარი რადგნ კასპიის და შავი ზღვა ოდესღაც ერთიანი წყალგამყოფი ზოლი იყო სამხრეთიდან ევროპისა აზიისგან.....
Saqartvelo lamazo
02 აგვისტო 2019 21:09
0
ეგ, ევროპის აღმოსავლეთ საზღვარია, მაგრამ მას გაჩნია სამხრეთ საზღვარი, რომელიც კავკასიის ქედზე გადისო, ასე გვასწავლიდნენ გასულ საუკუნეში გეოგრაფები. ქართველები მენტალიტეტით უფრო სამხრეთ ევროპელები ვართ, როგორ უკვე აღნიშნეს, ვიდრე აზიელები. აზიური უფრო ზეგავლენა გვაქვს.
გიზოგ
02 აგვისტო 2019 11:59
2
ყველა გამოხმაურება
რა გადაუხადეს ასეთი? ასე სულელურად რო საუბრობს
irakli
01 აგვისტო 2019 19:00
5
უჰ რა ქარცეცხლი დაატყდება შოთას მგზნებაზე პატრიოტებისგან :)) ამ ვითომ გულანთებული ახალგაზრდებისგან განსხვავებით, რომელთაც არა თუ რუსეთის, საქართველოს ისტორიაც კი არ იციან, ყველა დანარჩენი ხვდება რომ რუსეთი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა და მასთან მხოლოდ კარგი ურთიერთობა გვაწყობს. ვისაც რა უნდა ის თქვას არველაძეებზე (მეც ბევრი უარყოფითი მითქვამს), მაგრამ ისინი საუკეთესო დიპლომატები არიან.
odala
01 აგვისტო 2019 18:59
46
კი მაგარი მოკავშირეა, მასე თურქეთიც მოკავშირეა და სომხეთი და აზერბაოჯანიც.
მოკავშირე და მეზობელი ნუ გერევათ
Me
01 აგვისტო 2019 22:02
2
რუსეთი საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეაო?!და ამ სისულელის მერე შენ უწუნებ ვინმეს ისტორიის ცოდნას შე სულგაყიდულო რუსეთუმევ?!დაიხსომეთ რუსოფილებო,რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება ღრუსულ ორბიტაზე!!!
Alex.F
01 აგვისტო 2019 20:42
5
ყველა გამოხმაურება
უზბეკეთის მოქალაქეობის მიღებაღა გაკლია, თორემ უკვე უზბეკი ხარ!
გიორგი
01 აგვისტო 2019 18:48
9
კარგი რა შოთა, ამდენი "წაქონვა"ნამეტანია ,ყველა საჭმელს თითქმის ,ჭურჭელში-კაზანი ჰქვია ,აკეთებენ და რაღაც უბედური სუნის და სპეციფიკური გემოსი, ძალიან ბევრს უშვებიან ბამბის ზეთს ,და ცხვრის ქონს, ან რაღაც მცენარეული ცხიმია კიდევ- ფრუტიური ჰქვია ბლომად მასში ხახვს ხრაკავენ და რა შედარებაა უზბეკური და საერთოდ შუა აზიური კერძები,ქართულ ელიტალურ თუნდაც გლეხთა საზრდოსთან, ჩვენი საკვები,მსოფლიოს ყველა კერძებისგან სხვავდება ,სხვაგვარი ქართული საკვების გემოთი და აზიელი როდიდან გახდი,გამორჩეულო "დიპლომატო", ფახტაქორის მთავარო მწვრთნელო ,ევროპული გარეგნობისა,ან კოჭლი თემურის მრავალცოლიანობის მიმდევარნი შთამომავალნი ,ქალს რომ მეორე ხარისხოვნად სთვლიდნენ ახლო წარსულშიც კი და ყელს სჭრიდნენ სახის სხვის წინაშე გამოჩენისთვის, როგორც ცხვარს,გახდენ?ქართველთა ყოფის, თამარ მეფის შთამომავალთა მსგავსნი.
Europe
01 აგვისტო 2019 18:48
3
უზბეკური კერძები ძალიან გემრიელია! ქართულიც, თუ იცის ვინმემ გაკეთება, ქართულიც კარგია?! უზბეკებთან გაცილებით მეტი საერთო გვაქვს მენტალობაში ვიდრე ევროპელებთან და ეს მე სანაქებოდ მიმაჩნია! მეზიზღება ევროპა, ევროპული ცხოვრების წესი!
aburjga
01 აგვისტო 2019 21:17
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული