შოთა არველაძე: ქართველები ევროპელები მხოლოდ რუკაზე ვართ, ისე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" წვრთნის.

ქართველ მწვრთნელთან ინტერვიუ რუსულმა ონლაინგამოცემა argumenti.ru-მ ჩაწერა. ქვევით გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს იმ ნაწილებს, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

"ერთ დროს რუსეთის ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს, თუმცა მაშინ ისეთი პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომ არ შემეძლო თანხმობის მიცემა. მეგობრულად და დიპლომატიურად ავუხსენი ყველაფერი რუს კოლეგებს და მათთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე.

უზბეკეთში ცხოვრებისას აღმოვაჩინე ძალიან ბევრი საინტერესო და უცნობი ფაქტი ამ ქვეყნის შესახებ. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კულტურებში ძალიან ბევრი საერთო რამეა.

ქართველები
რუკაზე ვართ ევროპელები, ისე კი უფრო აღმოსავლელი ხალხი ვართ, რაღაც მხრივ, აზიელებიც კი. ოჯახის კულტურა, მეზობლობის, გულმხურვალე დამოკიდებულება მშობლებისა და მეგობრების მიმართ, სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო - ყველაფერი ეს საერთო გვაქვს.

ადრე ვფიქრობდი, რომ საუკეთესო საჭმელს ქართველები ვაკეთებდით, თუმცა ახლა ქართულ სამზარეულოს მეორე ადგილზე ვაყენებ უზბეკურის შემდეგ. ყოველ ჯერზე არა მხოლოდ საკუთარ თავს, მზარეულებსაც ვეჩხუბები, რომ ისეთ გემრიელ საჭმელებს ნუ აკეთებენ", - აღნიშნა შოთა არველაძემ.

შოთას გაწვრთნილი "ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

15 ტურის შემდეგ გუნდს 41 ქულა აქვს, 13 შეხვედრა მოიგო, 2-ში ფრედ ითამაშა და უახლოეს მდევარ "ლოკომოტივს" 11 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
შოთა ნუ ევაზელინები მაგ უზბეკებს
სააკაძე
01 აგვისტო 2019 21:39
7
აუ ტაშკენტში რომ ვიყავი მეც ექგეთი შთაბეჭდილება დამრჩა საჭმელებზე. მწვადის ბაზარზე რო გახვალ და გული წაგივა პატარა საკაიფო შამფურები რომაა დალაგებული წრეზე და ეგრევე რომელსაც აარჩევ დააგდებენ მაყალზე. ფლავი ლახანკებით და ტკბილეულობის ბაზარი ზღაპარი.

ღამის ტაშკენტი, ქალიები კალოჩე და გულიავობები უძალიანკეთილშობილესობაა საიერთოდ. იეფად ეს ყველაფერი.
ჩვენთან არააა, თუა დაბალხარისხიანია და ძვირია. იქ არის და იაფია.

ეძახე შენ უზბეკეთი და ჩუჩმეკეთი.

მერე როგორ ვუყვარვართ. ზეპირად იციან მწერლები, პოლიტიკოსები ფეხბურთელები, კინო, მსახიობი ყველაფერი.
რუსთაველის ქუჩაც აქვთ და ქართულ რესტორნებზე გიჟდებიან. ღარიბები ძალიან ბევრია მდიდრები ცოტა და ოლიგარქების აზიური ტიპის ქვეყანაა (მართალია ვაჭრობა, ჩამოკიდება ბაზარში, ფულის დათვლაში და გადახურდავებაში, ტაქსის მძღოლებს მოტყუება უყვართ) მაგრამ ურთიერთობაში ძაან მაგარი ხალხია. ჯიგრები.

პ.ს.
ისე თემურლენგი მაგათი აღმაშენებელია რო მოუ**** დაბადება
ზ.კალორია
01 აგვისტო 2019 21:36
6
ტყუილა ბუზღუნებთ არველაძემ აზიელები რატომ გვიწოდაო. ვისაც ქართველების მენტალობა და კულტურა ევროპული ჰგონია იმან ევროპაზე არაფერი არ იცის. წადით და ნახეთ ევროპა და მერე მიხვდებით რომ ქართველებს სამწუხაროდ ევროპასთან საერთო ძალიან ცოტა გვაქვს.
გიორგი
01 აგვისტო 2019 21:31
17
რას ქლესაობს ეს ბიჭი,რას ეპადხალიმება სუნიან უზბეკებს,აზიელი ბაბუაშენია.ჩვენ არც აზია ვართ და არც ევროპა,ჩვენ ნაღდი,აბორიგენი კავკასიელები ვართ,განსხვავებით ინდოეთიდან მოსული სომხებისა და შუა აზიიდან მოსული აზერებისგან. აზიელები გვებრძოდნენ დასაბამიდან და ცდილობდნენ თავიანთი კულტურის და ყოფა-ცხოვრების თავს მოხვევას,მაგრამ გავუძელით,მათგან კი გადმოვიღეთ ზოგი რამ ჩვენთვის სასარგებლო.
status quo
01 აგვისტო 2019 20:54
5
შეჭამენ ეხლა არველაძეს...:)))..ისე უზბეკური პლოვი მართლა მაგარია,. ასე რომ ვინც არ იცის ჯერ გასიჯეთ და მერე განსაჯეთ..:))
saba
01 აგვისტო 2019 20:37
18
პლოვი შუააზიურია, უზბეკური, ყაზახური, თურქმენული.... მრავალი ნაირსახეობა არსებობს. ყველაზე უფრო კლასიკური უზბეკური პლოვი მომწონს სტალიკ ხანკიშევის გაკეთებული!!! )))
aburjga
02 აგვისტო 2019 10:44
4
პლოვი უზბეკურია, ყაზახურია, ტაჯიკური თუ ყირგიზულ ანაც თურქმენული თვითონ ვერ გეტყვიან და შენ შოთასთან ერთად რატომ აწერთ უზბეკებს არ ვიცი.
Geo_Dinamo
02 აგვისტო 2019 01:00
0
ტიპი მართალია!!!
ინკვიზიტორი
01 აგვისტო 2019 20:28
14
სულხან საბას ნუ ახსენებთ აქ,მან მეგრელების ენა კაჭკაჭების ჟღურტულს შეადარა,ასევე მურმან ლებანიძემ თქვენ დუშმანს სიტყვა უქციედო და მიჯღარკ მოჯღღარკეთ ქართული ლექსიო ამიტომ ერთისიც და მეორესიც....
ბაჩი
01 აგვისტო 2019 20:23
19
ბაჩო,საით "უბერავ". მეგრული ენა ერთერთი შემაქვიტკირებელი ენათაგანია სვანურთან
.... და სხვათა დამწერლობით თუ ზეპირ, ენების და დიალექტების ერთობაში,უძლიერესი მსოფლიოს ენებიდან, ქართული,ქართველთა დედა ენისა ,თუ შენც იმგვარადვე ამბობ და ფიქ...როგორც უთვისტომო რუსეთის ერთ ერთ გუნდში მოსკოვის "სპარტაკში" რომ თამაშობს და ჯიქია რომ არის გვარად და ეროვნებით "ეს"ვარო,არც მეტი არ არც....
ლონდონიდან
02 აგვისტო 2019 00:21
1




ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო!
წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა. უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არ იპოვებოდესო!
წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.
უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო!
მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო.
- აწ მეფეო, ხელმწიფეთა წინა მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათ გაუნათლებს; მეფისა საყვარელსა კაცსა სხვანი სძულობენ და ხრიკითა მასცა შეაძულებენ.- სულხან საბა ორბელიანი.ბაჩო! ხრიკებს შეეშვი-სულცან ორბელიანის მამა საქართველოს მეფის არჩილ
მეორის ბაგრატიონების სისხლმატარებელი იყო ,დედის მხრიდან კი დადიანების სისხლი ჰქონდა სულცან-საბას და საქართველოს ეროვნული გმირია, დიდი ქართველი დიპლომატი,მოსკოვში მოწამლული ,საქართველოს მტრების მიერ,რუსეთის იმპერიასთან მოლაპარაკებებისას ,?,მოგვიანებით მეფეც მოწამლეს იმავე იმპეტიაში.მურმან ლებანიძე კი თავისი ლექსით, რუსთაველის ვეფხვისტყაოსნის მეგრულად თარგმნის,სუსტად თარგმნის საპასუხოდ, დაწერილით,აქ არავის უხსენებია და მაშინ დიდი აკაკის და დიდი გალაქტიონის ციტატებიც რატომ არ მოგყავს მათთვის უსაყვარლეს მეგრულ ენაზე თქმული.ჯერ ქართველები ვართ! მერე იმერლები, სვანები მეგრელები....თუ ეგრე არ ფიქრობ?
ლევილიდან
01 აგვისტო 2019 23:39
0
ყველა გამოხმაურება
შეადარა რაღა , სუნიან ბამბის ზეთში მოხარშული ვითომ ჩახრაკული ხახვ- სტაფილოიანი ბრინჯი, თუ ცხვრის ხორცია შიგ კიდევ ჰო, იჭმება სანამ ცხელია და არ გასიპულა -ჩურეკით , და საცივი ნიგზიანი ან ხაშლამა ქონდარ რეჰანით-იმერული ხაჭაპურით.....
ხაშლამა თუ მწვადი
01 აგვისტო 2019 20:22
3
რა სისულელეა. ბევრგან მიმგზავრია და ევროპაშიც და აზიაშიც. მარტივად გეტყვით განსხვავებას. აზიაში სტიმართმოყვარეობა საერთოდ არ მიგრძვნია, ევროპაში პირიქით ყველამ თბილად მიმიღო. საერთოდ არ ვგავართ არც აზიელებს და არც ახლო აღმოსავლეთის ხალხს. საიდან მოიტანა ეს სისულელე? საქართველო ყოველთვის ევროპა იყო, ამაში ცუდი რა არის? ან ვინ ამბობს რომ აზია ცუდია? უბრალოდ არც კულტურულად არც პოლიტიკურად, არც სოციალურად არ ვართ აზია. ამავე დროს ვართ ძალიან გამორჩეული ქვეყანა მთელ მსოფლიოში. ამჟამად ვცხოვრობ საბერძნეთის ერთერთ კუნძულზე (ოცდამეათე ქვეყანაა საბერძნეთი ჩემთვის) და ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები და ისევ დავაგემოვნებ საუკეთესო სამზარეულოს მსოფლიოში, ქართულ სამზარეულოს.
თემო
01 აგვისტო 2019 20:17
3
ეეეჰ, არ დაგეკარგოთ არსად აზია-ურუსეთი...ვერ წადი მერე თავის დროზე აზიასა და ურუსეთში სათამაშოდ ?! რა გინდოდა ევროპულ კლუბებში ...ოჯახიც, მეგობრობაც, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, ინდივიდუალიზმი, ნიჭისა და შემოქმედი ბუნების გამოვლენა-განვითარებისაკენ მისწრაფება, თანადგომა, მზრუნველობა, ადამიანის ღირსების აღიარება და დაცვა ...ევროპაში რომ არის -ისე უნდა და ამიტომ შეიქმნეს ყველაზე წარმატებული თანამედროვე ეპოქაში - არა აზიური კოლექტივიზმი და მით ავტორიტარულ- კლანურ- კასტური ყოფა და მით ამბიციურობა!
გლახუნა
01 აგვისტო 2019 20:17
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული