"ჩიხურა" "აბერდინთან" განადგურდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
პირველ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ჩიხურა" სტუმრად "აბერდინთან" 0:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის დასაწყისში "ჩიხურამ" კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი კოსგროუის დარტყმული ბურთი რიკოშეტით ჰამზიჩის კარში გავიდა. მე-20 წუთზე  კოსგროუიმ დუბლი შეასრულა - მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში აწეულ ბურთს თავურით საჩხერელთა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და ყველაფერი დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

აბერდინი."პიტორდი"
აბერდინი - ჩიხურა 5:0
გოლები: 1:0 კოსგროუი (9), 2:0 კოსგროუი (20), 3:0 ლი (58), 4:0 რაიტი
(64), 5:0 კოსგროუი (80)

აბერდინი: ლუისი, ლოგანი, ლი (კემპბელი 67), კონსაიდინი, მაქქენა, მაქკინი (რაიტი 62), ჰეიჯსი, კოსგროუი (ანდერსონი 82), ფერგიუსონი, გალაჰერი, ოჯო

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი (მარკოზაშვილი 52), მაისაშვილი, კორიფაძე, კაშია, მამასახლისი, ლექვთაძე, ერგემლიძე (ჩიხლაძე 72), დეკანოიძე (ფანცულაია 52), ჩიკვაიძე, სარდალიშვილი

მკითხველის კომენტარები / 15 /
წააგეს. ძალიან ცუდი. მე მაინტერესებს რატო ვქმნით წინასწარ არასწორ მოლოდინებს. პირველ თამაშშიც ხომ ეტყობოდა, რომ აბერდინი ჯობდა. სამწუხაროდ თამაშის სწორი ანალიზი არსად შემხვედრია, ძირითადად ემოციებზე აგებული, არიქა იბრძოლეს, პენალტი იყო, თამაში თანაბარი იყო (არადა აშკარად გვჯობდა). მე მგონი სწორი ანალიზის შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი წინსვლა.
mdaa
12:12 02-08-2019
1
ამდენი ღვარძლიანი და არაკაცი კომენტატორი საიდან?ოდესმე მას მერე რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, რომელიმე თქვენთაგანმა რაიმე ფული გაიღეთ ასეთი კლუბისათვის?სტადიონი უფასო გინდათ, ტელევიზია უფასო, ფეხბურთელებზე გინება უფასო, მასე სადაა...ნუ უყურებთ მაშინ
Artanuji
10:47 02-08-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული