საჩხერელები დამარცხდნენ, მაგრამ ღირსება არ დაუკარგავთ - იხილეთ ფოტო გასახდელიდან [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura/

საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აბერდინში ადგილობრივ კლუბთან ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნია. იმერლებს ასეთი ანგარიშით, ამხელა სხვაობით ევროთასებზე არასდროს წაუგიათ, თუმცა პირველ აგვისტოს მათი დღე არ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა 0:5 წააგო, ღირსება და სპორტული სული არ დაუკარგავს. ასეთი მდგომარეობაშიც იპოვეს ძალა და ენერგია, რომ გასახდელი დაესუფთავებინათ და სტადიონი ისე დაეტოვებინათ. ნაგავიც კი თავად საჩხერელებმა გადაყარეს. ალბათ, ბევრი გუნდი არ გააკეთებდა ამას, ვერც კი შეძლებდა ამაზე ფიქრს.

Sportall.Ge

სამწუხაროა, რომ საჩხერული გუნდი ევროპა ლიგის
გათამაშებას გამოეთიშა, თუმცა თავს ზევით ძალა არაა.

გუნდმა, რომელმაც თბილისში ვერაფრით გაგვაკვირვა, საკუთარ კედლებში საოცარი ფეხბურთი ითამაშა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა.

"ჩიხურა" კი ეროვნულ ლიგაზე გადაერთვება და შემდეგ შეხვედრას 11 აგვისტოს ბათუმის "დინამოსთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ბრავო ჩიხურა. იმედია ყველა ქართველი მოუვლის ეგრე საქართველოს. ნუ დაყრით ნაგავს ქუჩაში, ნუ დაანაგვიანებთ ჩვენს ულამაზეს ბუნებას
02 აგვისტო 2019 03:51
3
მართალია. აბერდინთან ქალაქის დამლაგებლების გუნდი უნდა გაგვეშვა, მერე გენახათ ღირსება!!!!
ho
02 აგვისტო 2019 12:34
4
გასახდელის დასუფთავებაზეა აქცენტი გადატანილი? სირცხვილია, რომ ზაგრების და აბერდინის დონის ძალიან ჩვეულებრივ გუნდებთან ქართული გუნდები ასე საცოდავად გამოიყურებიან. 5:0 წასაგები სხვაობა კლასში არაა.. ეს უ უბრალოდ ქართული უღიმღამობა და არაპროფესიონალიზმია.
გიორგი
02 აგვისტო 2019 09:10
19
0-5 წაგებას რა ქვია აბა? აბერდინი არაა ის გუნდი რომ 0-5 წააგო)) სირცხვილია ასე წაგება აბერდინთან. გასახდელი კი სუფთად რომ უნდა დატოვო ამის კულტურა ყოველთვის უნდა გქონდეს, ადამიანი თუ ხარ.
Geo_Dinamo
02 აგვისტო 2019 13:28
1
დასალაგებლად ჩავიდნენ ამხელა გზაზე? აბა ფეხბურთი ეგ არ იყო და ისე შეუძლიათ დარჩნენ და დაალაგონხოლმე აბერდინი გაუწევა რეკომენდაციას
Me
02 აგვისტო 2019 08:26
14
ჩიხურასი რა მოგახსენოთ და ბევრი ქართველი აქ თითს არ გაანძრევდა და იქ მთელ სტადიონსაც დაასუფთავებდა ..:))
saba
02 აგვისტო 2019 09:42
2
საჩხერე მუდამ ღირსეულად იცავდა ქართული ფეხბურთის სახელს, ერთხელ ფეხი დაუცდათ და ამდენი ბოღმა საიდან, მართლა რო ბოღმა გვახღჩობს ქართველებს და პირველ რიგში ამ ბოღმისგან უნდა გავთავისუფლდეთ და მერე ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ გამოცოცხლების გზაზე შემდგარი ქართული ფეხბურთი
zvio
02 აგვისტო 2019 12:02
5
ის ბოღმა გვახრჩობს,რომ 30 წელზე მეტია ქართულმა ფეხბურთმა სახე ვერ დაიბრუნა,მიზეზები კი მხოლოდ სუბიექტურია:მერკანტილიზმი,არპროფესიონალიზმი,ნეპოტიზმი,პროვინციალიზმი და კიდევ ბევრი სხვა.გაბალასნაირ გუნდებთან ათასში ერთხელ მოგებით ბედნიერები ვართ,აბერდინთან თამაშის მერე მარტო ის როა აღსანიშნავი, რომ ფეხბურთელებმა გასახდელი დაალაგეს, აი ეს ბოღმა გვახრჩობს.სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ ბოღმების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება
ვახო
02 აგვისტო 2019 13:06
0
ბოღმა არა კვახი. აქ ლაპარაკია ყველა ქართულ გუნდზე. მადლობა ბრძოლისთვის, მაგრამ ვითხოვთ წინსვლას.
mdaa
02 აგვისტო 2019 13:45
0
ყველაფერს როგორ აპრავებთ?! ამას მართლა,მოხერხება უნდა :)
0-5 წააგეს, უღიმღამო ჩემპიონატის პროვინციულ გუნდთან,სამაგიეროდ გასახდელი დაასუფთავეს და ნაგავი გადაყარეს :) ტეხავს მეგობრებო!
1234
02 აგვისტო 2019 10:20
15
უღიმაღამო ჩემპიონატიო ისე ამბობს შოტლანდიაზე ზოგი თითქოს აქ უმაღლესი დონის ფეხბურთი იყოს :დ თვალი გაახიელთ და უაზრობების წერას შეეშვით :დ აზერბაიჯანი და სომხეთი გვასწრებს რეიტინგში და ესენი ჩიხურას დასცინიან შოტლანდიურ გუნდთან წაგების გამო :დ
:))
02 აგვისტო 2019 12:30
7
ჩვენსას რომ ჯობს, არ ნიშნავს რომ უღიმღამო არაა.
1234
02 აგვისტო 2019 20:33
1
ჩემი აზრით ამ ანგარიშით რომ წააგებ საფეხბურთო ღირსება აყრილი გაქვს,თუ სხვა ღირსების აყრის საფრთხე ემუქრებოდა საჩხერეს კიდევ ეგ არ ვიცი...
ვახო
02 აგვისტო 2019 13:10
2
ერთი ანეგდოტი გამახსენდა: მოვუქნიე მუშტი და დევეცი ვაჯკაცურადო!! ისეა ჩიხურას საქმე.
ბადრი
02 აგვისტო 2019 15:59
3
ხოდა რაც ყველაზე კარგად გვეხერხება ის საქმე ვაკეთოთ და ფეხბურთს თავი დავანებოთ, დალაგება რომ ყველაფერზე კარგად გამოგვდის სამწუხაროთ ეს უკვე ცნობილი ფაქტია მსოფლიოში, და ქურდობა კიდევ...
au
02 აგვისტო 2019 13:52
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული