"ფეიენოორდის" ფანები პროგნოზებში ფრთხილობენ - ერთ-ერთმა 1981 წლის მატჩის ბილეთი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" მომავალმა დაპირისპირებამ "ფეიენოორდის"გულშემეტკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ერთ-ერთი ქომაგი, ჯოზი რუბენსკი საინტერესო მატჩს ელის, იხსენებს 38 წლის წინანდელ თამაშს და ბილეთის სურათსაც აქვეყნებს.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ფანის გამონათქვამს:

ჯიმი სტურუსი: "ახლახან ვუყურე მაგათ გუშინდელ თამაშს. მართლა საშიში გუნდია".

ტომას დობელარი:"ეს მატჩები ჩვენ ჯერ არ მოგვიგია, სწრაფი და საშიში მოწინააღმდეგეა. ყოველ შემთხვევაში, რაც ვნახე, ასეთია".

რონალდ გიბონი:"დიდი ამბები დატრიალდება, თუმცა უნდა ვუფრთხოდეთ".

ჯონ ბურგესი:"ვფიქრობ, გაგვიჭირდება, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვებთ".

რის კლუიტი:"ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გუნდი საჩუქარი
ნამდვილად არ არის".

ჯონ დე ბრეიჰენი:"ძალიან კარგი გუნდია, ისევ კარგ მატჩებს ვიხილავთ".

"დინამოსა" და "ფეიენოორდის" პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს როტერდამში, განმეორებითი კი 15 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ემზარ დუისბურგი -ს. ეს ისტორია ისეთმა ადამიანმა მომიყვა, ტყუილიც რომ დაეჯერება (გახსოვთ, ალბათ, 1 ჯგუფი საქართველოდან იქ იყვნენ, მსახიოები, კულტურის მუშაკები). და ებრაელებმა იქიდან გაიგეს, რომ მსაჯმა ახლოსაც არ გაიკარა და მერე, ეს ჰომ ჰოლანდიაა, ძვირფასეულობების ერთერთი ცენტრი ევროპაში, და ამ ხაზით დაადგინეს. აი ასეთი ისტორიაა.
alexandre
05 აგვისტო 2019 10:04
0
ზედმეტი არაფერი ვარგა , არც პესიმიზმი და არც ოპტიმიზმი. ჩვენზე ძლიერი და გამოცდილი გუნდია, რეალობას ვერ გავექცევით. ჩვენ კი ახალბედა და გამოუცდელი. მგონია, ცდას არ დავაკლებთ, მაგრამ უაზრო იმედებიც ნუ გვექნება. ერთია, სეზონს ეხლა იწყებენ და არის შანსი, შეცდომები გაეპაროთ. მთავარია, დადებით შედეგს მივაღწიოთ გასვლაზე, მერე კი ექნება ინტერესი საშინაო შეხვედრას. მიდით ბიჭებო! კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა გუნდი გვყავდა და იმის ხათრით მოვინდომოთ!
:))))
04 აგვისტო 2019 00:00
0
რეალობას პესიმიზმში ნუ აურევთ. ვნახე მე მათი ამხანაგური თამაში. დინამოზე უკეტესი გუნდი კი არის მაგრამ კიდევ ერხელ ვიმეორებ რომ ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით 40/60-ზე არის შანსი. იმედია ფეხბურთელები არ იფიქრებენ ბევრის მსგავსად აქ რასაც წერენ.
გუჯი
03 აგვისტო 2019 19:15
0
სამწუხაროა ასეთ გუნდს რომ ვხვდებით,დარწმუნებულივარ მაგრად შევრცხვებით და იმ გამარჯვებასაც გავაუფერულებთ 81 –ში დინამომ რომ გვაჩუქა....
რეალობა
03 აგვისტო 2019 15:40
16
Metirebaa...
Nino
03 აგვისტო 2019 14:24
0
შეადარეთ აბა როგორ წერენ ჩვენზე ჰოლანდიელები და როგორ წერენ აზერბაიჯანელები. თავში რო აქვთ ავარდნილი
03 აგვისტო 2019 12:27
0
და კიდევ ერთს გავიხსენებ. დინამო რომ ჩაფრინდა როტერდამში, ქართველი ებრაელები დახვდნენ. მოიბოდიშეს, ვერაფერი ვერ გავაწყვეთო, იმ დონეზე ყავთ ნაყიდი მსაჯიო, თქვენი მოგება გმირობის ტოლფასი იქნებაო. აბა თქვენ იცითო. სამაგიეროთ, თუ ფინალში გახვალთ, 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ მსაჯობა მაქსიმალურად ობიექტური იქნებაო. შეიძლება ამ გაფრთხილებამ იმოქმედა ბიჭებზე კარგად. იცოდნენ რაც ხდებოდა და ვაჟკაცურად გაუძლეს ამ არაობიექტური მსაჯობის უდიდეს წნეხს. თორემ რომ გვახსენდება გრასჰოპერსთან თამაში, როგორ ვერ იკავებდნენ თავს და წითელი ბარათიც ავიკიდეთ... ფინალში კი მართლაც სანიმუშო მსაჯობა იყო. ეეეჰ... მაშინდელ დინამოს ობიექტური მსაჯობით მსოფლიოში ვერავინ ვერ მოუგებდა. რა გუნდი გვყავდა!!! აცხონის უფალმა ფარსადანოვიჩის სული, ამინ
alexandre
03 აგვისტო 2019 12:07
2
დააა საინტერესეოა ! საიდან იცოდნენ ან გაიგეს რომ მატჩი გაყიდული იყო
ემზარ დუისბურგი
04 აგვისტო 2019 01:30
0
დაახლოებით 2001 თუ 02 წელია. რუსულ ნტვ-ფუტბოლს ვუყურებდი (მთლად ბოლომდე კიდევ არ მძულდნენ ერთმორწმუნენნი). რაღაც თამაშს არჩევდნენ, მსაჯმა როგორ დაჩაგრა რუსეთის ნაკრები. ზუსტად არ მახსოვს, მგონი უტკინი იყო, ასეთი რამე თქვა: "უარესის ღირსნი ვართო, როდესაც თბილისის დინამო წარმოუდგელად დაჩაგრეს ფეიენორდთანო, მაშინ უნდა აგვეტეხა ერთი ამბავიო და დღეს ამას ვერ გაბედავდნენო". ყველა დაეთანხმა, ვინც კი იყო სტუდიაში, და ისე გაარჩიეს ის თამაში ძალიან გაკვირვებული დავრჩი. მართლაც, რაც ფეხბურთი არსებობს, ასეთი დონის (ევროთასის ნახევარფინალი!) თამაშზე ასეთი წარმოუდგენლად არაობიექტური მსაჯობა არავის გაუგონია.
alexandre
03 აგვისტო 2019 12:00
0
ნახეთ, გუნდი ფავორიტია, შენზე ბევრად მაღალი რეიტინგით და მაინც როგორ პოსტებს წერენ. იციან ქება დიდება რა ცუდად მოქმედებს სპორტსმენებზე. იქნებ აგვეღო მაგათგან მაგალითი?
mdaa
03 აგვისტო 2019 11:06
0
ერთი ოცნება მაქვს,ისეთი შედეგი ჩამოიტანონ ბიჭებმა როტერდამიდან,რომ 15ში სტადიონი ბოლომდე გავავსოთ.მიუხედავად იმისა რომ ქალაქიდან გასულია ხალხი,თუ შედეგი იქნება დარწმუნებული ვარ გავავსებთ სტადიონს.
მიდით
03 აგვისტო 2019 07:54
0
გუშინ ვიგაცები წერდნენ ფეინორდი გრანდი არა სუტია და ასეტები.ნახეთ ისინი მიუხედავდ ჩვენზე ძლიერები არიან როგორი პატივცემით ლაპარაკობენ.მადლობა მათ ამისთვის
mosexoneli
03 აგვისტო 2019 10:46
0

სიახლეები პოპულარული