"ფეიენოორდის" ფანები პროგნოზებში ფრთხილობენ - ერთ-ერთმა 1981 წლის მატჩის ბილეთი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" მომავალმა დაპირისპირებამ "ფეიენოორდის"გულშემეტკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ერთ-ერთი ქომაგი, ჯოზი რუბენსკი საინტერესო მატჩს ელის, იხსენებს 38 წლის წინანდელ თამაშს და ბილეთის სურათსაც აქვეყნებს.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ფანის გამონათქვამს:

ჯიმი სტურუსი: "ახლახან ვუყურე მაგათ გუშინდელ თამაშს. მართლა საშიში გუნდია".

ტომას დობელარი:"ეს მატჩები ჩვენ ჯერ არ მოგვიგია, სწრაფი და საშიში მოწინააღმდეგეა. ყოველ შემთხვევაში, რაც ვნახე, ასეთია".

რონალდ გიბონი:"დიდი ამბები დატრიალდება, თუმცა უნდა ვუფრთხოდეთ".

ჯონ ბურგესი:"ვფიქრობ, გაგვიჭირდება, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვებთ".

რის კლუიტი:"ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გუნდი საჩუქარი
ნამდვილად არ არის".

ჯონ დე ბრეიჰენი:"ძალიან კარგი გუნდია, ისევ კარგ მატჩებს ვიხილავთ".

"დინამოსა" და "ფეიენოორდის" პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს როტერდამში, განმეორებითი კი 15 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ემზარ დუისბურგი -ს. ეს ისტორია ისეთმა ადამიანმა მომიყვა, ტყუილიც რომ დაეჯერება (გახსოვთ, ალბათ, 1 ჯგუფი საქართველოდან იქ იყვნენ, მსახიოები, კულტურის მუშაკები). და ებრაელებმა იქიდან გაიგეს, რომ მსაჯმა ახლოსაც არ გაიკარა და მერე, ეს ჰომ ჰოლანდიაა, ძვირფასეულობების ერთერთი ცენტრი ევროპაში, და ამ ხაზით დაადგინეს. აი ასეთი ისტორიაა.
alexandre
10:04 05-08-2019
0
ზედმეტი არაფერი ვარგა , არც პესიმიზმი და არც ოპტიმიზმი. ჩვენზე ძლიერი და გამოცდილი გუნდია, რეალობას ვერ გავექცევით. ჩვენ კი ახალბედა და გამოუცდელი. მგონია, ცდას არ დავაკლებთ, მაგრამ უაზრო იმედებიც ნუ გვექნება. ერთია, სეზონს ეხლა იწყებენ და არის შანსი, შეცდომები გაეპაროთ. მთავარია, დადებით შედეგს მივაღწიოთ გასვლაზე, მერე კი ექნება ინტერესი საშინაო შეხვედრას. მიდით ბიჭებო! კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა გუნდი გვყავდა და იმის ხათრით მოვინდომოთ!
:))))
00:00 04-08-2019
0

სიახლეები პოპულარული