ცნობილი გახდა თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

AutoSharing Option
5 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, თუ რომელ კლუბს დაუპირისპირდება თბილისის "დინამო" პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში.

როტერდამის "ფეიენოორდს" თუ დაამარცხებს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში "დინამო" შვედურ "ნორშარპინსა" (Norrköping) და ებრაულ "აპოელ ბეერ-შევას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

იქამდე კი, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" როტერდამის "ფეიენოორდს" "დე კუიპზე" 8 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაუპირისპირდება.

altუდიდესი შანსი - ცნობილი გახდა "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

მკითხველის კომენტარები / 13 /
კი მაგრამ რატომ თვლით რომ შეუძლებელია ფეინოორდის გავლა? გუნდს ახალი მწვრთნელი ყავს, საშინელ ფორმაში არიან, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გუნდთან შეუთამაშებელია, შარშან ამაზე უკეთესი ფეინოორდი ტრენჩინმა 5-1 ზე დაამარცხა... ესეც ტოტენჰემი ხომ არ გგონიათ 5-0 რომ მოგვიგო?:დ მახსოვს შენონ გიუნეშის ბურსასფორი სადაც მილანის ფეხბურთელები თამაშობდნენ ფრუიძის ჩიხურამ როგორ გამოაგდო ევროპის ლიგიდან. ეს ფეინოორდი იმ ბურსასფორზე ძალიან ძლიერი გგონიათ? აი დინამო კი იმ ჩიხურაზე ბევრად ძლიერია. ნუ ქმნით ისეთ განწყობას თითქოს სხვა პლანეტის გუნდს ვეთამაშებოდეთ. კიბატონო უკეთესი გუნდია, უკეთესი რესურსები აქვს, უკეთესი ჩემპიონატი... მაგრამ ისე ნამდვილად არაა რომ არანაირი შანსი არ გვქონდეს.
პენდრაგონი
05 აგვისტო 2019 16:58
4
უნდა გავიდეთ რა, მაქსიმალური კონცენტრაციის და მობილიზების ხარჯზე! ყველამ ერთად ეს უდნა შევძლოთ!
ზურა
05 აგვისტო 2019 16:05
6
ეჰ, ნეტავ "საბურთალო"-ს ადგილას იყოს "დინამო"... მაშინ ვიტყოდი, რომ 100%-ით გავიდოდა. ახლა კი, "ფეიენოორდი"-ს მძიმე ბარიერია გადასალახი და თუ ეს შეძლეს, შემდეგ უკვე შანსი ძალიან გაიზრდება!
სიმართლე
05 აგვისტო 2019 16:17
2
დინამო ისეთ ფორმაშია რაღაც პატარა იმედი მაქვს გამარჯვების. ესეთ ფორმაშია რო არ იყოს რა თქმა უნდა ფეიენოორდს ვერ გაივლიდა ვერცერთ ვარიანტში, მიდით ბიჭებო მენტალურად არ შეშინდეთ და გამოიყენეთ ეგ თქვენი საოცარი ფორმის პიკი
zvio
05 აგვისტო 2019 16:48
3
დაცვამ უნდა ითამაშოს ძალიან მაგრად, რომ გადავრჩეთ.. მჯერა ერთ სასწაულს "დავაგდებთ" და ჯგუფშიც შევა ორივე გუნდი
ზუზუ
05 აგვისტო 2019 17:21
4
შანსი როგორ არა აქვს. უბრალოდ დაბალანსებული ფეხბურთი უნდა ითამაშოს, დაცვა არ უნდა მოხსნას და მეტოქის სწრაფ შეტევებს მოუმზადებელი არ უნდა დახვდეს. შეიძლებოდა დაცვიდან თამაში, კონტრშეტევებზე, დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლა, მაგრამ ჯობია გუნდმა რაც იცის და როგორც უკეთ გამოდის, ის თამაში ითამაშოს. უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოს რომ ამ დონეზე უფრო სწრაფად და აგრესიულად თამაშობენ და ეს კოზირი უნდა გამოვაცალოთ მეტოქეს ჩვენი დაბალანსებული დაცვით და სწრაფი კონტრშეტევებით.
თენგაბი
05 აგვისტო 2019 19:38
0
დღევამდელი დინამო მაგონებს იმ კიევის დინამოს რომელმაც თავის დროზე ლიგის ჯგუფში ბარსა დაამარცხა ორჯერ, პსვ დაამარცხა გასვლაზე ... და რატომაც მჯერა რომ ამ ბიჭებს შეუძლიათ ღირსეული ფეხბურთი ითამაშონ!
დავითი
05 აგვისტო 2019 18:49
5
რეალობაა ისაა, რომ დინამო ძალიან პროგრესირებს, მართლა კარგ ფეხბურთს თამაობს, არ დაგავიწყდეთ შულაია, რატომ არ ათამაშებდნენ არ ვიცი, მაგრამ დინამოსთვის დიდი ძალაა, ფეიენოორდის დონის კლუბმა უპრობლემოდ უნდა გააგდოს დინამო, მაგრამ ახლა ის დროა, როცა დინამო ბოლო ათი წლის საუკეთესო გუნდია, როტერდამელები კიდევ იმ დინამომ რომ გააგდო, იმ ფეიენოორდის მესამედი არაა ამჟამად, პლუს ტუპოი სტამი და პლუს ის, რომ ევროპალიგა ცნობილია ტოტალიზატორებისათვის, ასე რომ, შანსი მართლა არსებობს. ეს ჩემი აზრია
ბმბ
05 აგვისტო 2019 19:10
7
დინამო ფეიენოორდის დონის გუნდს ევროთასებიდან ვერასოდეს ვერ გამოაგდებს. ელემენტარულად სისწრაფეებზე ვერ აყვებიან.შეიძლება ერთ თამაშში წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ საერთო ჯამში ფეიენოორდი მარტივად გავა შემდეგ წრეში.
05 აგვისტო 2019 17:50
32
ჩემი ნება რომ იყოს ფეხბურთის ყურებას სამართლებრივი აქტით აგიკრძალავდი
პენდრაგონი
05 აგვისტო 2019 18:19
6
და გგონია ეხლა რაც თქვი რეალისტურია? კარგი ტრენჩინი როგორ აგდებს? ვესტ ჰემს ასტანა როგორ აგდებს? გაბალა პანათინაიკოსს როგორ აგდებს? აპოელი ლიონს რანაირად აგდებს? აიაქსი იუვენტუსს? ბარსელონა 3-0 დან 0-4ს როგორ აგებს? კოსტა რიკა ჯგუფში როგორ ტოვებს ინგლისს და იტალიას? სამხრეთ აფრიკა საფრანგეთს რა ლოგიკით უგებს? არახართ მართლები. არ საუბრობთ მართობულად და არ ხართ ლოგიკასთან ახლოსაც კი. ფეინოორდი იმ დოზით ნამდვილად არ აღგვემატება რომ თეორიული შანსიც არ გვქონდეს. ბურთი მრგვალია.
პენდრაგონი
05 აგვისტო 2019 18:10
2
ყველა გამოხმაურება
ეს არის არასერიოზული საქციელი რა სავარაუდო მეტოქე ჯეე ფეინორდი დავამარცხეთ რო მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობთ უკვეე?? ბოლოსდაბოლოს ეს ცანცარობას როდის უნდა დაანებოთ თავი ამ ჟურნალისტებმაც და ფეხბურთელებმაც???!
T.q
06 აგვისტო 2019 15:08
1

სიახლეები პოპულარული