"საბურთალომ" "არარატ-არმენიას" თამაში შემოუტრიალა და გაიმარჯვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვლიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალომ" გასვლაზე "არარატ-არმენიას" 2:1 მოუგო.

მეზობლებთან ევროტურნირებზე თამაში და მით უმეტეს, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ასეთი ჩინებული შანსი არსებობს, ბუნებრივია, გულშემატკივრთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "საბურთალოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრებულ შეხვედრაში დაყენებული სასტარტო შემადგენლობა ლამის სანახევროდ შეცვალა და ძირითადში სამი თავდამსხმელი დააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ "არარატ არმენია" გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა, 14 392-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და მაყურებლები თავიანთ გუნდს აქტიურად ქომაგობდნენ.

სტუმრებმა თამაში პირველ ნომრად დაიწყეს, მასპინძლები კი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და მე-16
წუთზე ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყვნენ, როდესაც აქტიური ნარსინგი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ჩვენს საჯარიმოში, კობიალკოს უპასა და მის მიერ სამიოდ მეტრიდან დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მალიმ გამოიტანა.

შემდეგ უპირატესობას სომხური გუნდი დაეუფლა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა კობიალკომ ნარსინგის წამოწყებული კომბინაცია გოლით დაასრულა. ცოტა ხანში მალისონს ანგარიშის გაზრდა მიგინეიშვილმა არ დაანება.

"საბურთალო" იშვიათი და უხიფათო იერიშებით პასუხობდა და ერთადერთი სახიფათო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს შექმნა, როდესაც მახვილი კუთხიდან მალის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოს წინ კობიალკო სწრაფი შეტევისას რეხვიაშვილმა წააქცია, საჯარიმო დაზარალებულმა შეასრულა და ისევ მიგინეიშვილი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

საქართველოს ჩემპიონი, აქედან მოყოლებული, ინიციატივას დაეუფლა, თამაში დაალაგა და როლოვიჩის თავით დარტყმული ბურთი კარიდან მოწინააღმდეგის მცველმა გამოიტანა. მერე კი დიასამიძემ გაბედავას ჩინებული გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან თავით ბურთი მიზანს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა ალთუნაშვილმა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან მალის წამოწყებული კომბინაცია გოლით დააგვირგვინა, ხოლო  შეცვლაზე შესულმა ყენიამ 76-ე წუთზე მეორედ დალაშქრა ჩუპიჩის კარი.

კიდევ ჰქონდა "საბურთალოს" მომენტი - ზეაქტიური მალის დარტყმული ბურთი მეკარემ უკუაგდო, დამატებაზე კი გაბედავას არ გაატანინეს მესამე გოლი.

დარჩენილ დროში ჩვენმა გუნდმა მოახერხა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ერთობ დაძაბულ მატჩში გაიმარჯვა.

"საბურთალოსა" და "არარატ არმენიას" საპასუხო შეხვედრა 14 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
არარატ-არმენია - საბურთალო 1:2
გოლები: 1:0 კობიალკო (31), 1:1 ალთუნაშვილი (72), 1:2 ყენია (76)

არარატ არმენია: ჩუპიჩი, აჩენტე, გუზი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 57), ალფონსი, მალისონი, ავეტისიანი (სანოგო 78), ნარსინგი, კობიალკო (ოგანა 71)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა, ტერა (ყენია 71), დიასამიძე, ალთუნაშვილი, კოხრეიძე (ცნობილაძე 84), როლოვიჩი (მარგველაშვილი 57), გაბედავა

altლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]

alt"არარატ-არმენიას" ფეხბურთელი: მეორე ტაიმში ალოგიკური გოლები გავიდა

მკითხველის კომენტარები / 46 /
გიორგი კოხრეიძეს უთხრას ვინმემ,ნუ აკეთებს ასეთ რამეს.დინამო ზაგრებთანაც და ამ თამაშის დროსაც ყვითელი ბარათი მიიღო ერთი და იგივე რამეზე-განზრახ სახეში ხელის ჩარტყმაზე.
გიოშა
07 აგვისტო 2019 13:28
0
თუ ვერ შევიდნენ ჯგუფში ისევ თავის თავს უნდა დააბრალონ, ობიექტურად სომხებს სახლშიც უნდა მოუგოთ და დუდელანჟის და ესტონელებს შორის გამარჯვებულსაც უნდა გავცდეთ (ეს დუდელანჯი თან შარშანდელზე გაცილებით სუსტია). სასურველია დაიმატონ მეტ-ნაკლებად გამოცდილი ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში სუსტ გუნდებში თამაშობენ მაგალითად ამათგან რამოდენიმე: ირაკლი მაისურაძე, ბაჩანა არაბული, გუგა ფალავანდიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, სანდრო კობახიძე, ლაშა თოთაძე, გიორგი გველესიანი, გიორგი არაბიძე.
გიონატ
07 აგვისტო 2019 12:02
0
რატომ შლით! გავიმეორებ იგივეს! როგორც მოგება გამიხარდა საბურთალოსი და ვულოცავ ყველას, იმდენადვე სამარცხვინოთ დაამთავრეს. ასეთი დროის გაყვანა და კოტრიალი, ყენიას სიმულაცია და უბრალოდ უხერხული სანახავი უთავმოყვარეო ქცევა ბოლოში გუნდს კლასს და თვითრწმენას დაუგდებს ადრე თუ გვიან. არ გეკადრებოდათ. შედეგზე და ბრძოლაზე დიდი მადლობა. განსაკ. მწვრთნელს!
გადასარევი გიორგი
07 აგვისტო 2019 11:58
0
კარგია რო მოიგო,მაგრამ სახიფათოდ თამაშობს, ცოტა უკეთესი გუნდი პირველ ტაიმში მოუმთავრებდა საქმეს და ისეთ გოლებსაც არ გატანინებდა. დცვა და მეკარესაა მისახედი დროულად
გოგა
07 აგვისტო 2019 11:17
0
ak imdeni komentarebia chemi azri ver gamovtkvi, rac guchin chvenebma itamaches da gaimarjves mzime brzolachi es ari gmiroba, da mtavari gmiri levan keniaa, ak ki amboben ararati araa chveni donis gundio, magram ar vetanxmebi, zaan kargi gundia, da tbilischi upro mzime brzola mogvicevs, saburtalos checdomebi gamoucdelobis da nerviulobis bralia, kenia ki namdvili propesionali pegburtelia, da meti dro unda mieces satamachod, madloba unda utxrat mtelma sakartvelom saburtalos pegburtelebs rom kidev ertxel girseulad daicves sakartvelos saxeli, kochag bichebo, ase gaagrzelet, da chedegi aucileblad ikneba.
KUTAISELI
07 აგვისტო 2019 10:41
0
ვიღაცეები იმხელა კომენტარებსა წერენ ამერიკაში უნდა მიფრინავდე რო დრო გქონდეს და წაიკითხო ვინუჟდენმმა.რა იყო შე კაი კაცო მეტი საქმე არა გქონდა? ან არ დაიღალე??? ვულოცავ საბურთალოს!ყოჩაღ ბიჭებო გენაცვალეთ!!!
დ.გ
07 აგვისტო 2019 09:55
7
წუხელ ვერაფრით შემოვედი საიტზე და ამ დილით ამოვთქვი დაგროვილი.მართლები ხართ ბიჭებო,მართლა გრძლად გამოვიდა,მაგრამ თქვენ ხომ წაიკითხეთ.ესე იგი მთლად უაზროდაც არ მილაყბია.
სოსო
07 აგვისტო 2019 12:00
0
დ. გ-ს მართალი ხარ, რა უბედურეება ამხელა კომენტარის დაწერა "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო" ნათქვქმია აქვთ ჭკვიან ადამიანებს.
სოსო გაითვალისწინე, თორე აზრი არა აქვს შენს წვალებას არავინ წაიკითხავს.
07 აგვისტო 2019 11:10
2
ადმინ,როცა შეხვედრის ანგარიშს და შემადგენლობებს აქვეყნებთ,იქვე თამაშში მიღებული გაძევება,გაფრთხილებების სტატისტიკაც დადეთ.
სოსო
07 აგვისტო 2019 09:03
0
ადმინ,წუხელ თქვენ საიტზე შემოსვლა,თითქმის შეუძლებელი იყო.23 წუთი იყო გასული,როგორღაც რომ შემოვედი და რეპორტაჟში ჩავერთე.ჩავერთე და ახლა იქ გამისკდა გული,იმ წუთებში საბურთალო მხოლოდ ბურთის უმისამართოდ გადაგდებას ცდილობდა,სანამ არ გაგვიტანეს.შესვენების დროს გადავახვიე და საწყისი რამდენიმე წუთიც ვნახე,დასაწყისი ნორმალური გვქონია,მაგრამ გიორგი კოხრეიძემ,საქართველოს რეკორდი დაამყარა,ჯერ ერთი რომ 4 თამაშში ამდენივე გაფრთხილება მიიღო და მეორე,რომ თამაშის დაწყებიდან 12 წამი იყო გასული,რომ გააფრთხილეს.შემდეგ კი მთელი თამაში ჩამქრალი იყო.გიორგი არ არის უხეში ფეხბურთელი,ამ ოთხიდან სამი გაფრთხილება,ფაქტობრივად არაფრისთვის მიიღო,ბურთის მიღებისას ორთაბრძოლაში ჯარიმდება და მწვრთნელებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ამას.ხელები როგორ გამოიყენოს,ამას ვგულისხმობ.ალბათ ამასაც სწავლა უნდა.ტაიმის ბოლოს საბურთალომ თამაში ასე თუ ისე დაალაგა და უკვე მივხვდი,რომ საბურთალო არ წააგებდა და ზაგრების დინამოს ტაქტიკას იმეორებდა.მართლაც მეორე ტაიმი უკვე ჩვენი იყო და ყენიას შემოსვლის შემდეგ,უკვე სხვა გუნდი იდგა მოედანზე.რა არის კლასი,მეორე გოლი ხომ მარტომ,არაფრისგან გამოაცხო და დაუმტკიცა ზოგიერთებს,რომ მისი მატარებელი,ჩავლილი კი არაა,არამედ სადგურშია და მგზავრებს ელოდება.ჯანმრთლად იყოს და კიდევ გაიბრწყინებს ლევანი.რაც არ მომეწონა მეორე ტაიმში,ეს ბოლოსაკენ დროის უნამუსო გაყვანა და და სრულიად აშკარა სიმულაციები იყო.ბიჭო,ხედავ მეტოქე გატეხილია,დაღლილი,აღარაფერი გამოსდის,ბურთი გაქვს და შეტევაში რიცხობრივი უპირატესობა,მიდი რა გაიტანე გოლი,სად მიათრევ კუთხისაკენ ბურთს და ზედ აჯდები.სხვა თუ არაფერი,ეს ხომ არარატია,ჩვენი უპრინციპულესი მეტოქე.ან ეს გაუთავებელი და უნიჭო სიმულაციები რა არის,ჯერ ისწავლეთ მაინც.ლევან ყენიამ სახეზე რომ ხელები იტაცა და გადავარდა,კინაღამ მეც კი შევაგინე,ისე აშკარა იყო.კიდევ კარგი მსაჯი ამაზეც არ აფრთხილებდა.არადა საჭირო იყო.ვფიქრობ სამი მცველით თამაშზე გადასვლა ხომ არ აჯობებს საბურთალოსათვის,ნიკა მალი დაცვაში ძალიან სუსტია,სიმაღლეში ძალიან აგებს და მისი პოზიციიდან მუდმივი საფრთხე გვაქვს,შეტევაში კი ჩინებულად ირჯება.დაცვის ცენტრიც ვერ არის სიმაღლეზე,პოზიციურად და ტექნიკურადაც,ძალიან ხშირად ცდება და არც სისწრაფეები ჰყოფნით.ასე რომ ცვლილებები შეიძლება გამართლებული გამოვიდეს.თუ ლევან ყენიამ ფიზიკურო ფორმა აღიდგინა და ტრავმაც არ გაიმიზეზა,ვფიქრობ ცენტრში ბურთის გათამაშების და მწვავე პასის პრობლემა მოგვეხსნება,ამ თამაშშიც აშკარად იგრძნობოდა მისი კლასი.ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას,მაგრამ არარატი აქაც აუცილებლად იბრძოლებს და ჯერ არაფერია დამთავრებული,ასე რომ საბრძოლველად მზად უნდა ვიყოთ. თუ გუნდის წერტილოვანი გაძლიერება მოხერხდება,მაშინ პლეი ოფის გადალახვასაც და ჯგუფში ზოგიერთ გუნდთან ღირსეულ ბრძოლას, მათთან ქულების აღებას,აუცილებლად შევძლებთ.ჰო კიდევ.ამდენი გაფრთხილებების მიღება(ხშირად სრულიად უაზროდ და უმიზეზოდ)ოდესმე ცუდად მოგვიბრუნდება.თამაშიდან ეთიშებიან და შემდეგ დაგვიანებული რეაქცია იწვევს ამას,მეტწილად.ძალიან კრიტიკული გამომივიდა ალბათ,მაგრამ კრიტიკა,გამარჯვების შემდეგ სჯობია და შეცდომებზეც გაფრთხილებს.დამარცხებული გუნდის კრიტიკა ხომ,უფრო ლანძღვას ემსგავსება ხოლმე.
სოსო
07 აგვისტო 2019 08:56
1
პირველ რიგში ბიჭებს მადლობა გამარჯვებისთვის.
ბოლო 15 წუთში რაც ითამაშეთ, გთხოვთ აღარ გაიმეოროთ. ამ მოედანზე გორაობამ, უზომო სიმულახიებმა და გაჯანჯლებამ გული მე ამირია. საკუთარ თავს ეცით პატივი. არადა ბოლოში საკონტროლო გასროაზე თამაში ჯობდა. იმედია თბილისში ბევრად უკეთესად ითამაშებთ. წარმატებები
თოკა ბათუმი
07 აგვისტო 2019 08:52
0
სიმულანყობასთან დაკავშირებით - თუ რამე აფერისტობას ასრულებ - უმაღლეს დონეზე უნდა შეასრულო, რომ მოიტანოს შედეგი და დასაცინი არ გახდე. ეს პირველ რიგში დიასამიძეს შეეხაბა. ის რაც მან მე 14 წუთზე გააკეთა, დაცინვის და ყვითელი ბარათის გარდა ვერაფერს მოუტანდა. აჩვენეთ გუცაევის ვიდეოები ბიჭებს!
Vakhtang Lobzhanidze
07 აგვისტო 2019 07:17
0

სიახლეები პოპულარული