ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "საბურთალომ" ერევანში 2:1 სძლია "არარატ არმენიას".
ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა წაგება შემდეგნაირად ახსნა:
"რაც დავგეგმეთ, პირველ ტაიმში შევასრულეთ. არ მახსოვს, რომ მეორე ტაიმში ცუდად გვეთამაშოს.
დღეს შესვენების შემდეგ ჩემს ფეხბურთელებს ფიზიკური დაღლა დაეტყოთ. ზაფხულში 5 ფეხბურთელი დავიმატეთ და მათ ადაპტაცია სჭირდებათ.
მეორე ტაიმში პრობლემებს ველოდი. მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა. თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით", - ციტირებს მინასიანს armsport-ი.
გიორგი ჭიაბრიშვილი: როდესაც გუნდი სახიფათო კონტრშეტევაზეა და მეტოქე წაქცეულია, თამაში არ ჩერდება
"საბურთალომ" "არარატ არმენიას" თამაში შემოუტრიალა და გაიმარჯვა! [VIDEO]
თქვენი გაკვირვება იმთავიდანვე შეუძლებელია, მას შემდეგ რაც ბრიტანეთი დააარსეთ, ფეხბურთიც თქვენი მოგონილია რაღა.