ვარდან მინასიანი: მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა, თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "საბურთალომ" ერევანში 2:1 სძლია "არარატ არმენიას".

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა წაგება შემდეგნაირად ახსნა:

"რაც დავგეგმეთ, პირველ ტაიმში შევასრულეთ. არ მახსოვს, რომ მეორე ტაიმში ცუდად გვეთამაშოს.

დღეს შესვენების შემდეგ ჩემს ფეხბურთელებს ფიზიკური დაღლა დაეტყოთ. ზაფხულში 5 ფეხბურთელი დავიმატეთ და მათ ადაპტაცია სჭირდებათ.

მეორე ტაიმში პრობლემებს ველოდი. მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა. თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით", - ციტირებს მინასიანს armsport-ი.



მკითხველის კომენტარები / 26 /
მიუხედავად გამარჯვებისა მიუხედავად ამ წარმატებისა მაინც უნდა ვთქვა რომ ის რაც ხდებოდა მინდორზე არის სირცხვილი.... რა უბედურებაა ამდენი სიმულაცია? ვითომ ტრავმა? ოდნავ შეხება და მიწაზე გორავთ სამარხვინოდ... ვიღაცამ უნდა აუკრძალოს ესეთი საქციელი, რაგბისტებისაგან აიღეთ მაგალითი, ქართული ვაჟკაცობა სად არის თქვენი, კაცურად წააგე არავინ იტყვის ცუდს მაგრამ ის რაც ერევანში აკეთეს სირცხვილია. სომხებსაც გაუკვირდათ წარმოგიდგენიათ? აეთი საქციელი ხალხზე გადააქვთ და ამბობენ რომ ქართველები ასეთი და ისეთი არიანო და ასე შემდეგ.ჩვენ ვაფასებთ გვიხარია თქვენს გვერდით ვართ საბურთალო მაგრამ ნუ შეგვარცხვენთ აფერისტობით..... გუნდს წარმატებები.....
giorgi 777
08 აგვისტო 2019 11:43
1
გავარდება და არც გაუკვირდება,რას იკლავთ თავს ხალხო ვერ გავიგე.და საბურთალოს გასაგონად ვამბობ, იმედია შეცდომებს შეამცირებთ და ამ უაზრო სიმულაციებსაც შეეშვებით,არარატ არმენია რა ნაგავიცაა კი გამოჩნდა,მაგრამ მაგ თამაშით ცოტა უკეთესი გუნდი თუ შეგხვდათ,კი მიგანაგავებთ!შედეგი მისაღებია,რა თქმაუნდა,ხარისხი საზიზღარი!!!
Tazo
07 აგვისტო 2019 14:20
1
მოდით ხალხო გავავსოთ მესხის სტადიონი, გვერდში დავუდგეთ საბურთალოს, მაგრად ვუბალეშიკოთ, გაკვირვებული კი არა გაოცებული დავტოვოთ არარატი.
x.x
07 აგვისტო 2019 12:51
0
ამას ლაპარაკი არ სჭირდება, უბრალოდ თბილისში კარგად უნდა ამოიცვან, იმედია ჩვენებს საამისო ჯიგარი ექნებათ!
პეტრე
07 აგვისტო 2019 12:47
0
საბურთალო იქ მოსაგებად ჩავიდა და არა ვინმეს გასაკვირვებლად და ხუთიანზე შეასრულა ამოცანა. (სიმულაციის შემთხვევებს თავი რომ დავანებოთ; ისე ხელოვნურად გამოსდიოდათ ჩვენებს რომ ძალიან ცხადი გახდა რომ ეგ ჩვენი საქმე არ არის და უნდა მოვეშვათ შემდეგ თამაშებში).
გიორგი
07 აგვისტო 2019 12:26
0
ვარდანჯან ესლი ტი ნე უდივილსია, ტო პრობლემ ჭკა ელი.
თქვენი გაკვირვება იმთავიდანვე შეუძლებელია, მას შემდეგ რაც ბრიტანეთი დააარსეთ, ფეხბურთიც თქვენი მოგონილია რაღა.
Zero
07 აგვისტო 2019 12:01
0
ადრეც ასე იყო მთელი სეზონი იმისთვის ემზადებოდნენ,რომ დინამოსთვის მოეგოთ,წაგების დროს (ხშირად ხდებოდა) შემთხვევითობას და მსაჯს აბრალებდნენ,მოგებისას კანონზომიერებას.
sake
07 აგვისტო 2019 11:16
0
არ გაკვირვებია ჩვენი გამარჯვება, იცოდა წინასწარ შედეგი და გულწრფელად თქვა. რას ერჩი, პატიოსანი კაცი ყოფილა :) დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, მაგას არც ის გაუკვირდება ჯგუფურ ეტაპზე რომ გვიხილავს.
ნათია
07 აგვისტო 2019 11:15
0
ვარდანჩიკ, არ გინდა ეგეთი ბაზარი მოსაგებად ჩავალთო, მოგება არა იხვის ტოლმა არ გინდა?
უყურე შენ ამას?
07 აგვისტო 2019 11:01
0
აბა ამათთან წაგება იქნებოდა ? მოუგეთ თავიანთ მოედანზე და კიდევ იბრიქებიან, რომ წაგვეგო რა დღეში იქნებოდნენ, ოღონდ სომხებთან ნუ წააგებთ და ვისთანაც გინდათ იმასთან წააგეთ..
zmo
07 აგვისტო 2019 10:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული