ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "საბურთალოს" მცველმა ლევან კაკუბავამ "არარატ-არმენიასთან" შეხვედრაში, არასაფეხბურთო ეპიზოდში ლამის ტრავმა მიიღო.

ლევან ყენიას გოლის შემდეგ პარტნიორები ფეხბურთელთან მისალოცად მივიდნენ. ყველაზე ემოციური გიორგი რეხვიაშვილი გამოდგა, რომელიც კაკუბავას თავზე გადაახტა და ფეხი შემთხვევით თავში მოარტყა.

კაკუბავამ ტკივილის ნიშნად თავზე ხელი მოიკიდა, თუმცა, როგორც ვიდეოდან გამოჩნდა, დაზიანება სერიოზული არ გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალომ" სტუმრად სომხური გუნდი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში 2:1 დაამარცხა.

საპასუხო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული