ფელის ვისენტე: თბილისის "დინამო" გრძნობს აღმავლობას და ეცდება საკუთარი თამაში ითამაშოს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფეიენოორდთან" მატჩის წინ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პრესკონფერენცია გამართა.

"ჩვენ ვემზადებით მატჩისთვის. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და ხვალ ვნახავთ, ვინ ითამაშებს სასტარტო თერთმეტეულში.

"ფეიენოორდის" ახალწვეულების შესახებ ინფორმაციას ვფლობთ, საკმაოდ მძიმე მატჩი იქნება, სახელოვან გუნდს ვეთამაშებით, თბილისის "დინამო" გრძნობს აღმავლობას და ეცდება საკუთარი თამაში ითამაშოს.

ყველაფერს გავაკეთებთ, 200 პროცენტით დავიხარჯებით და ვეცდებით, კარგი თამაში შემოგთავაზოთ", - განაცხადა ფელის ვისენტემ.

"ფეიენოორდისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 8 აგვისტოს, ჩვენი დროით 21:30
საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.

altიაპ სტამი: "ფეიენოორდში" სატრანსფერო ცირკია - საქართველოში მითამაშია, "დინამო" კარგი გუნდია

alt"დინამოსა" და "ფეიენოორდის" მატჩს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

მკითხველის კომენტარები / 6 /
რუსული ასო "დ" რატო არ იშორებენ გულმკერდიდან? კიდე ეროვნულ სტადიონზეც დახატეს.ქართული უფრო ლამაზი არაა?
rustavi
03:07 08-08-2019
5
არარის ეგ რუსული, ლათინურია, რუსებმა თითონ მოიპარეს ლათინურიდან, ფრანგები და იტალიელებიხ ეგრე წერენ
Hit em up
13:42 08-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული