თბილისის "დინამომ" პირველი ტაიმი "ფეიენოორდთან" 0:1 წააგო

AutoSharing Option
8 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" 0:1 წააგო.

ზედ თამაშის დაწყების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გაბალასთან" თბილისური მატჩისას რასისტული შეძახილების გამო "დინამო" "ფეიენოორდთან" განმეორებით შეხვედრას "დინამო არენაზე" ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს და უცნობი იყო, ეს ამბავი ჩვენს გუნდზე როგორ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენდა.

"დინამოს" მწვრთნელმა ჩისკომ "ლოკომოტივთან" ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში დაყენებული შემადგენლობა არ შეცვალა და მატჩიც დაიწყო. დაიწყო მასპინძელთა შეტევებით და ლარსონმა რამდენიმე მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ჰეპსის დარტყმული ბურთი პერალესმა მოიგერია.
"დინამო" საკუთარ საჯარიმოს იყო მიჯაჭვული და კონტრშეტევას საერთოდ ვერ ახერხებდა. პირველად მეტოქის კარში 22-ე წუთზე შენგელიამ დაარტყა და ვერმეერი ბურთს ნახტომში დაეუფლა.

სადღაც 30-ე წუთისთვის ჩვენმა გუნდმა ბურთი გააგორა, თამაშიც გაათანაბრა, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშის მიტანა უჭირდა.

სამწუხაროდ, 42-ე წუთზე ჩვენმა მცველებმა საჯარიმოდან ბურთის ატანა ვერ მოახერხეს და სინისტერამ ანგარიში გახსნა.

როტერდამი. "დე კუიპი"
ფეიენოორდი - დინამო (თბ)
გოლები: 1:0 სინისტერა (42)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ნეუვკოპი, ჰეპსი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ბერგჰუისი, სინისტერა, ფერი, ტაპია, კოკჩუ, ლარსონი

დინამო: პერალესი, რუხაი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, კუხიანიძე, ნინუა, ქავთარაძე, პაპავა, შენგელია, კუტალია
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც მოკრივისთვის "გრუშა" ისეა დინამოს საქმე.
"პრავადნიკებივით" დაყვებიან მოედანზე,სამარცხვინოა ეს ყველფერი.

2
საყრდენი ზონა არის გასაძლიერებელი. ძალიან სუსტად გამოიყურებიან. კუხიანიძე ამოვარდნილია სქემიდან, მის ნაცვლად ზარია უნდა შემოიუვანოს ან ქარდავა ალბათ. კუტალიაც შესაცვლელია, ყვითელი აქვს და თან არ იცის სად უნდა იმატაოს ბურთით, ნუ მარჯვენა მცველი საერთოდ კატასტროფაა, მესმის რომ ნომინალურას მარცხენა მცველია, მაგრამ მაინც ძალიან სუსტად გამოიყურება. იმედია, მოუმატებენ ბიჭები
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული