თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" სტუმრად "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურდა.

ზედ თამაშის დაწყების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გაბალასთან" თბილისური მატჩისას რასისტული შეძახილების გამო "დინამო" "ფეიენოორდთან" საპასუხო  შეხვედრას "დინამო არენაზე" ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს და უცნობი იყო, ეს ამბავი ჩვენს გუნდზე როგორ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენდა.

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


"დინამოს" მწვრთნელმა ჩისკომ "ლოკომოტივთან" ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში დაყენებული შემადგენლობა არ შეცვალა და მატჩიც დაიწყო. დაიწყო
მასპინძელთა შეტევებით და ლარსონმა რამდენიმე მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ჰეპსს გოლის გატანა პერალესმა არ დაანება.

"დინამო" საკუთარ საჯარიმოს იყო მიჯაჭვული და კონტრშეტევას საერთოდ ვერ ახერხებდა. პირველად მეტოქის კარში 22-ე წუთზე შენგელიამ დაარტყა და ვერმეერი ბურთს ადვილად დაეუფლა.

სადღაც 30-ე წუთისთვის ჩვენმა გუნდმა ბურთი გააგორა, თამაშიც გაათანაბრა, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშის მიტანა უჭირდა.

სამწუხაროდ, 42-ე წუთზე ჩვენმა მცველებმა საჯარიმოდან ბურთის ატანა ვერ შეძლეს და სინისტერამ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი ჰოლანდიური გუნდის შეტევით დაიწყო და ჰეპსის და სინისტერას დარტყმული ბურთები პერალესმა მოიგერია. მეტოქე უფრო სწრაფად მოქმედებდა და დასწრებაზე დინამოელებს უმეტესად ჯაბნიდა.

შემდეგ ვერმერმა კუხიანიძესა და ქავთარაძეს არ დაანება გოლის გატანა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულმა შულაიამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი კი კობოურმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე მონხილს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და ბერგჰუისმა მესამედ დალაშქრა პერალესის კარი, ხოლო ცოტა ხანში ნარსინგმა - მეოთხედ.

მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა დიდი იყო და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

როტერდამი. "დე კუიპი"
ფეიენოორდი - დინამო (თბ) 4:0
გოლები: 1:0 სინისტერა (42), 2:0 კობოური (82 საკ. კარში), 3:0 ბერგჰუისი (84, პენ), ნარსინგი (87)
გაძევება: შულაია (78)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ნეუვკოპი (გეერტრუიდა 46), ჰეპსი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ბერგჰუისი, სინისტერა (ნარსინგი 72), ფერი, ტაპია (ბურგერი 77), კოკჩუ, ლარსონი

დინამო: პერალესი, რუხაი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, კუხიანიძე (ქარდავა 77) , ნინუა, ქავთარაძე (კარიკარი 86), პაპავა, შენგელია (შულაია 46), კუტალია

altფელის ვისენტე: შულაიას გაძევება არასამართლიანი იყო - ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით

altიაპ სტამი: საქმე დასრულებული არ არის - თბილისში სწრაფი გოლი არ უნდა გავატანინოთ

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 65 /
იმედია საბურთალოს და დინამოს მატჩების შემდგომ გონება გაგინათდებათ და აღარ მოთხოვთ ვაისს ეროვნული ლიგიდან ფეღბურთელის ნაკრებში გამოძახებას.
Semi
09 აგვისტო 2019 08:22
1
ძალიან გთხოვთ ყველას, რომ არ დავიწყოთ ეხლა გუნდზე და ფეხბურთელებზე "გადავლა" ყველაფერი ხდება ფეხბურთში ვიცი ძალიან დასანანია მარცხი, მაგრამ არა უშავს შეიძლება ეს გაკვეთილად წაადგეთ ფეხბურთელებს, რომ შემდგომში უფრო ბრძოლისუნარიანად და არა დაცვაში ჩადგომა არამედ ითამაშონ პრინციპით" კარგი დაცვაა, კარგი თავდასხმაა" ვიცი ფსიქოლოგიურად ძალიან გულგატეხილები იქნებიან ბიჭები და ამიტომ ჩვენც ჭეშმარიტმა ქომაგებმმა უფრო არ დავუმძიმოთ სიტუაცია.
გავითვალისწინოთ! გია1-ი.
09 აგვისტო 2019 10:49
12
არაუშავს ხალხო ნელ ნელა პროგრესი უნდა გავაგრძელოთ და იქნება შედეგიც, აგერ საბურთალოს აქვს მაგარი შანსი და გავა კიდეც მგონია, ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის რომ მაქსიმალურად ვიაროთ თამაშებზე, სადაც ხალხია იქ არის სპონსორების დაინტერესება და გუნდის გაძლიერებაც შესაბამისად
Ultranationalist
09 აგვისტო 2019 08:57
7
არაფრის წერა არ მინდოდა,უბრალოდ „გიგასა და გიორგის“ მინდა მოგმართოთ!რა იყოთ ბიჯო რამ დაგაბოღმათ ასე ქართველებზე?ახლა გიგა და გიორგიო დაგოწერიათ.გიგა და გიორგი კი არა თვენა ხართ თემურები,დიახ თემურები ოღონდ თემერ ლენგები პაწაწები.თქვენა ხართ ოსები ქართულ სახელს ამოფარებულები და გადახედეთ,მთელი სიცოვხლე ეგრე იყავით ქართულ გვარ სახელებს ამოფარებულები.
თამაშსს რაც შეეხება,ბიჭებს ვერ ვემდურები,თავს ვერ გადავახტით,თუმცა შეგვეძლო.ერთხელ ერთმა უკრაინელმა მითხრა: мы самая подлая нацья на свете-ო.მაშინ გამიკვირდა რას ამბობს მეთქი.
სანამ ფეხბურთზე ვარჯიში არ იქნება ხელმისაწვდომი გაჭირვებული ბავშვებისთვის,სულ ასეთ შედეგს დადებენ მამიკოს შვილები-ყველაზე არ ვიძახი რა თქმა უნდა.აბა შენ იცი ადმინ დამბლოკე ნადიროოო
Jordan Beli
09 აგვისტო 2019 08:27
9
მაგრა მეცოდებიან ჰოლანდიელები, ვაი მაგათ პატრონს... ერთ რამეს ვერ ვამუღამებ, ქართველებთან და დინამოსთან გოლის გატანა ასე როგორ უნდა აღნიშნო, თვალებს ვერ ვუჯერებ ხოლმე ისე ხარობენ თითქოს ჩემპიონატი მოიგეს, ასეთი დეგენერატი როგორ უნდა იყო... მაგარი ავადმყოფები არიან მენტალიტეტით, როცა შენა ხარ ჰოლანდია და გაჭირვებულ ქართულ გუნდს უგებ რა არი ეგეთი აღსანიშნი არც უნდა იკადრო თუ კაცი ხარ, მაგრამ არ არიან და საქმეც მაგაში არის.
ზვიადი
09 აგვისტო 2019 05:22
8
იოჰან ბოსკამპი,ქართული მენტალიტეტი და აზერების დაბრუნებული ხურდა...
გიოშა
09 აგვისტო 2019 08:55
2
პატ.დავით 67 გასაგები იქნებოდა,რომ ასეთი კითხვა დაესვა ქართული ფეხბურთის ახალგაზრდა გამოუცდელ გულშემატკივარს,ვისაც არ უნახავს ადრინდელი წლების თბილისის დინამოს ევროტურნირებში მაღალ დონეზე რთულ მატჩებში მონაწილეობა და ვისაც კარგად არ ესმის ორი მატჩის გასვლა-მიღების პრინციპის მნიშვნელობა!
--------------------------------------------------------------------------
თამაშს რადიოში უსმენდი? რა მნიშვნელობა აქვს რა ანგარიში იყო 82 წუთამდე. თამაშის ხარისხი მოგეწონა დინამოსი?
დავით 67
09 აგვისტო 2019 06:56
გიოშა 64
09 აგვისტო 2019 12:24
1
ხალხნო რა მოგივიდათ ეს რა უბედურებაა-ასეთი რამ არასდროს მომხდარა,დინამოს დიდების წლებშიც კი,რომ ქართველ ფეხბურთის გულშემატკივარს გასვლითი მატჩის წაგებისთვის გამეტებით მიწასთან რომ გაესწორებიოთ საყვარელი გუნდი! როგორ გაბედა და რას ქვია არ აჯობა მასპინძელს,მასზე მაღალი კლასის გუნდს.თითქოსდა დღევანდელი თბილისის "დინამო" წლების მანძილზე სისტემატიურად ხვდებოდეს ფეიენორდის მსგავს და უფრო ძლიერ გუნდებს და ამიტომ აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ მაღალი დონეზე თამაში.
გიოშა
12 აგვისტო 2019 20:02
0
მეცინება თქვენს მოსაზრებაზე!
ესეიგი რასაც თქვენ ხედავთ და ასე თავდაჯერებით ფიქროფთ და გგონიათ-აუცილებლად ისე უნდა მოხდეს? :) აი ეს არის ზუსტად აბსურდი! თქვენგან განსხვავებით მე მქონდა ვარაუდი იმისა,რომ 0-1 წაგების შემთხვევაში ორი მატჩის ჯამში შესაძლებელი იყო სასურველი შედეგის მიღწევა,იმის გათვალისწინებით,რომ შარშან უსახელო გუნდმა ტრენჩინმა გ ა ა ნ ა დ გ უ რ ა ფ ე ი ე ნ ო რ დ ი!
გიოშა
12 აგვისტო 2019 02:50
0
ყველა გამოხმაურება
ეს დინამო "იმ" დინამოს დონეს მიაღწევდა შემადგენლობა - "სასტავი" სამი წელი მაინც რომ შეინარჩუნოს!
aburjga
12 აგვისტო 2019 08:39
0

სიახლეები პოპულარული