"დინამო" უპასუხისმგებლოდ იქცევა - რომან გოცირიძე უეფას სანქციას ეხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თბილისის "დინამოს" მიმართ უეფას მიერ დაწესებულ სასჯელს ეხმაურება.

"თბილისის "დინამო" უპასუხისმგებლოდ იქცევა. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს და დაგმოს გულშემატკივართა ნაწილის ფაშისტური გამოხდომები, ცდილობს, გაამართლოს ისინი. უეფამ არ მიიღო "დინამოს" სააპელაციო საჩივარი და ცარიელი ტრიბუნების ქვეშ მოუწევს საპასუხო თამაშის გამართვა.

ქვემოთ ერთ-ერთი ბანერია გამოფენილი, რომლის შესახებაც "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი ამბობს, რომ ეს რიცხვები ამ კლუბის დაარსების თარიღია. სინამდვილეში რაც არის, მეორე ფოტოში ჩანს, სადაც ტვინგამორეცხილი ქართველი ნაცისტი დგას ჰიტლერის პოზაში
მსგავსი ბანერის გვერდით.

უეფამ, გარდა ბანერებისა, რასისტული შეძახილები და ჟესტებიც დააფიქსირა სტადიონზე.

"დინამო" უეფამ დაავალდებულა, რომ უნდა გამოფინოს საპასუხო, ანტირასისტული ბანერი და გადაიხადოს 50 ათასი ევრო. ვნახოთ, როგორ მიმართავს თავის გზააბნეულ ქომაგებს და მოუხდის თუ არა ბოდიშს ყველას, ქართველებს თუ არაქართველებს და აღიარებს თუ არა იმ მორალურ ზიანს, რომელიც მიადგა ქვეყანას და რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, მსგავსი ქმედებების პირველი გამოვლინებისთანავე რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები", - წერს რომან გოცირიძე.

თბილისის "დინამო" უეფამ ფანკლუბის წევრების მხრიდან ფაშისტური სიმბოლიკის გამოფენის გამო დასაჯა. ქართულმა კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უეფამ სასჯელი ძალაში დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თუკი ლგბტ სამკლაურების ფრიალი მოსულა, ვითომ ნაცისტური რატომ არ შეიძლება?!.. პირადად ჩემთვის ორივე მიუღებელია, განსაკუთრებით მათი პროპაგანდა... მაგრამ ამიხსენით - ვინ, როდის და რითი დაამტკიცა, რომ ერთო მეორეს რამით სჯობია?!...
მ. ტ.
14 აგვისტო 2019 18:34
16
ყოჩაღ, მაგარია!
aburjga
14 აგვისტო 2019 21:15
2
ნაციზმი ნიშნავს ერი ერის უპირატესობას სხვა ერების მიმართ, გამორჩეულ ერს შეუძლია როგორც პირუტყვს ისე მოექცეს სხვა ნებისმიერ ერს და რაც მას მოეურვება ის გაუკეთოს მის წარმომადგენელს, მკვლელობის ჩათვლით. გიგეთ?
უწიგნურებს
14 აგვისტო 2019 21:00
7
რა ტქვა ცუდი დაგვაჯვეს ზედ ამ ახვრებმა გამოვიდეს და ბოდისჰი მოუხადოს დინამოს გულსჰემატკივრებს დანამოს სჰეფებმა
bajo
14 აგვისტო 2019 16:18
8
Pirvelad vetanxmebi am kacs. Fashizmi aris ubedureba.
Mdaaa
14 აგვისტო 2019 15:56
6
ვინაა მომკითხველი? თორე ხელები უნდა მოატეხო მაგ არამზადებს, საქმე რომ აარააქვთ და არ იციან რა გააკეთონ...უსაფრთხოების სამსახურს არ უნდა გაეკეთებინა რამე? მაგრამ ხომ უნდა იცოდნენ რას ნიშნავს 88 მათთვის ეს უბრალო ციფრია იმიტომ რომ აზრზე არ არიან.
imereli
14 აგვისტო 2019 18:14
6
ეს ის არ არის,იოსელიანის მთავრობაში რო იყო ვიცე პრემიერი?!...რამდენ მანეთსაც ახლა შემოიტანთ ბანკში,ერთი წლის მერე ორმაგს დაგიბრუნებთო,ამან და მისმა მთავრობამ არ დაგვაყაჩაღა?!...მიდი რა!...მორალი უკითხე შენს ბელადს,უკრაინაში!...
ქუთაისი
14 აგვისტო 2019 16:48
26
გოცირიძის პერსონა აქ მე-100 ხარისხოვანია, თავად ფაქტია შოკის მომგვრელი, ქართველი შეიძლება ჯანდაბას იყოს სტალინისტი, მარა გიტლერისტობა რა უბედურებაა.
Kkk
14 აგვისტო 2019 17:20
8
5 ხუთიანიც ფაშისტურია რომ იცოდეთ . პატარა გიტლერები ხართ სუყველა ნაციონალი
გოცირიძე
14 აგვისტო 2019 15:36
26
ქოცების ტროლები ერთხმად აყვურდნენ კუპონი კუპონიო, იმას კი არ უყურებენ რა თქვა ამ კაცმა. არა და რაც თქვა სიმართლეა.დინამოს ხელმძღვანელობამ ეს მოფაშისტო ელემენტები უნდა ჩამოაშოროს გუნდს და გულშემატკივარს ბოდიში მოუხადოს. აქ მოვისმინე ზოგს არ ჯერა ფაშისტების არსებობა და ფიქრობს უეფამ უსამართოდ დაგვსაჯაო. გაგახსენებტ ერთ ფაქტს რუსთაველზე პარლამენტის წინ ერთი მოფაშისტო ჯგუფი როგორ ემუქრებოდა ხალს ბრუტალური ანგარიშწორებით ამაზე ხელისუფლების რეაქცია კი ნოლი და წახალისება.რაც შეეხება კუპონიჩობას გოცირიძე ხელისუფლებაში რომ იყო ლარი 1,6 იყო ახლა კი 2,99-ია
irakli81
14 აგვისტო 2019 17:45
11
გოცირიძე არსად დაგეკარგოს კუპონიანად) რაც თქვა ცუდად არ უთქვამს, მაგრამ ზოგადად რომ ცუდ საქმეებზეა ჩასაფრებული ეს ნაღდია.
dato
14 აგვისტო 2019 19:39
11
გოცირიძე შე მართლა პოლიტიკურო ნაგავო,შენ ჩასვრილ საქმეს მიხედე.იქ ხომ აწყობილი გაქვს საქმე სადც ხარ,თავს იკლავთ ქვეყნის და ხალხის სამსახურში.
chabuka
14 აგვისტო 2019 15:39
27
ისე ამ სიმბოლოზე, რომ ავარდა უეფა, მაგ ლოგიკით ლაციო სულაც ასაგრძალი ყოფილა, ჯერერთი გუნდი მუსოლინის დაფუძნებულია, მერემეორე გუნდის სიმბოლო ფაშისტური არწივია, და რამდენი ლაციოს ფეხბურთელი მახსოვს გოლს გიტლერის პოზაში ხელგაშლილი აღნიშნავდა. თუმცა დინამოს ზოგიერთი ე. წ ფანის გამართლება არ შეიძლება.
Nnn
14 აგვისტო 2019 17:30
10
ეგ არწივი ფაშისტური კი არა, რომაულია და ნაცისტებს ქონდათ წაღებული რომაელებისგან, ვინაიდან თავს მესამე რომის იმპერიას უწოდებდნენ.
kote
14 აგვისტო 2019 18:02
1
მერე რა გინდა დასაჯეს წინა კვირაში ლაციო.ფეხბურთის თამაშს ვერ აუკრძალავენ და სანქციებს იღებს უეფა და არავის პატიობს მსგავს საქციელს.მიუხედავად იმისა რომ უეფა მიმაჩნია კორუმპირებულ დაწესებულებად,ამ შემთხვევაში მართალია.ნუ ცდილობთ ზოგიერთები ტაულეტის ქაღალდით სირბილს.დავემორჩილოთ,კანონიერ,რელიგიურ და მორალურ პრინციპებს.
1
14 აგვისტო 2019 18:16
1
ნაცებს ოღონდ მიზეზი მიეცი ქართველი ხალხის სალანძღავი და ეგრევე პირს აიმყრალებენ ხოლმე. რამ შეგაძულათ ეს ქვეყანა ასე თქვე ახვრებო. გოცირიძე შენ უკბინე ყველა ქომაგს ....ე
ლევანი
14 აგვისტო 2019 18:04
18

სიახლეები პოპულარული