კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
საბურთალოს დახეული სისხლიანი ნიფხავი ერევანში ცენტრალურ მოედანზე კიდია ..
ოკ
15 აგვისტო 2019 08:02
0
ეს თამაში ძალიან მაგონებს წლების წინ ოთარ გაბელიას ახალგაზრდულის წაგებას სომხების 21წლამდელებთან თბილისში 2:0. ჯერ გასვლაზე მოუგეს ამათმა ერევანში რთულ თამაშში, და გამოსვლაზე ამათ სომხებს უთქვიათ თამაშამდე გუნდში რომ “ჩვენ დავასრულებთ იმ ბოროტ ხუმრობას რასაც კავკასიაში ქართველების პირველობა ქვიაო.” და ბრახ მოგვიგეს 2:0. მე სომხებს კი არ ვაქებ და ვადიდებ, უბრალოდ ესენი არიან გოიმები და უაზროები ბიჭ-ბუჭები არა აქვთ ის შემართება და შეგნება რაც საჭიროა ვერ ქართველობენ მოედანზე.
1
15 აგვისტო 2019 04:47
0
აი ყველა სისულელე ჩვენ რატომ ინდა გვემართებოდეს და ყველას ბულკი ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ... ტელევიზორშიც კი არ მინდა უკვე ამათი ყურება! არაპრპფესიონალიზმის მეტს ვერაფერს ვუწოდებ ამას, 3 თამაშიდან სამივეს რომ აგებ საკუთარ მოედანზე და მათ შორის ორს ჭ კლასის გუნდთან აბსოლუტურად უთავმოყვაროდ... როგორ უნდა სთხოვო მერე ვინმეს, რომ საქომაგოდ მოვიდეს სტადიონზე?!
Lasha
15 აგვისტო 2019 10:27
1
სირცხვილი, თავმოყვარეობა და ღირსება აღარ არსებობს?!!!!!!!
.....
15 აგვისტო 2019 08:20
0
რა საჭიღო იყო შემტევი ტაქტიკა?
ისევ რაგბის მივაწვეთ
14 აგვისტო 2019 23:43
1
ვისი რა საქმეა ძმაო,პორტომ და სელტიკმა თუ ქნა საბურთალო ვერ ქნავდა.
გიოშა
14 აგვისტო 2019 22:02
27
ან შევარდნა რა იყო ან გამოვარდნა,ვერ ხედავთ მაფიოზებურ კლანად გადაიქცა საქართველოში ფეხბურთი?თუ გარიგება არ იყო,როგორ, ერთი გოლიც ვერ უნდა გაეტანათ?საერთოდ რაში ხარჯავს სახელმწიფო ამ უქნარებზე ფულს?ხომ ვერ მეტყვით?ან და რა გახდა ერთი ნორმალური ტრენერის შოვნა?თუ არა და რას გვჭრით თავს.
ტასიკო
15 აგვისტო 2019 10:41
1
დიდი ხნის შესვენების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი საერთაშორისო შეხვედრები გამართეს ერევანში სომხეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ და ორივე მათგანში დამარცხდნენ, შესაბამისად ანგარიშებით 8–1 და 22–1. 2012 წელს საქართველო პირველად შევიდა მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამაში, მან მონაწილეობა მიიღო IIHF-ის 2013 წლის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა. ქართველები ყველა შეხვედრაში დამარცხდნენ და საკვალიფიკაციო ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულეს. ამონაწერი ვიკიპედიიდან. ეს ეხება ყინულის ჰოკეის. ასეა ფეხბურთიც. არაა ჩვენი საქმე ეგ სპორტი და დავანებოთ თავი.
სან დრო©
15 აგვისტო 2019 09:32
1
შეეშვით ამ ტოტალიზატორების ბრალებას, თუ ასე დარწმუნებული ხართ მაშინ რაღას უყურებთ, საერთოდ,?მასე მალის დარტყმული რომ არ გავიდოდა შტანგიდან ვინ განსაზღვრავდა? უბრალოდ ჩვენს ფეხვურთში სრული არაკომპეტენტურობაა, უვიცობა და უგულობა...სახელმწიფომ არ უნდა ჩადოს ფული და მორჩა, თუ ვინმეს უნდა ხარჯოს თავისი და ეგებ მიხვდეს რომ სანამ კომპეტენტურ ხალხს არ მოიყვანს ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული, მნამდე კარგოს საკუთარი ფული, სახელმწიფომ მიმართოს ფული რაგბში, ეს ფული რომ დახარჯოს ერთ კარგ ფრანჩაიზს გავაკეთებდით ნაკრების ბაზაზე და ვითამაშებდით, სუპერრაგბში და ნახავდით ერთ ორ სამ წელიწადში რას დაბდღვნიდენ ბიჭები...ასე მუდმივად შეურაწყოფილები არ ვიქნებოდით
დათო
15 აგვისტო 2019 01:07
2
თამაში რო იყიდება იცის 2 მა მაქსიმუმ 3 ფეხბურთელმა დამწრთვნელმა!!! ვინმემ გამახსენეთ 10 ნომრის ესეთი პასი 1994 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს და ეგეთი რამე 10 ნომერს გაეკეთებინოს არ მახსოვს!
ბოკინიო
15 აგვისტო 2019 10:59
1
თამაშის შემდეგ წნევა მქონდა 200ზე მეტი. ამათი დედაც ვატირე! ვაბშე აღარც ვუყურებ ამათ ფეხბურთს.
დავით 67
15 აგვისტო 2019 06:56
1

სიახლეები პოპულარული