კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
ასეთი გამოხმაურება გულშემატკივრიდან ჯერ არ მახსოვს. ასეთი სამარცხვინო მარცხი, ისეთ გუნდთან როგორც არარატი იყო, რაღაზე უნდა გქონდეს ამბიცია?! ამდენი უხეშობა, ყვითელს იკიდებ! ამასობაში დროსაც კარგავ, გაშლილი ფეხით თამაშობ, ადამიანს უწყინარ სიტუაციაში ასახიჩრებ! პას ვერ აკეთებ, უკან ვერ ჩარბიხარ, მოწინააღმდეგეს ვერ ატყუებ, ტაქტიკა ვერ მივხვდით რა იყო, მოკლედ აი მაგ დროს თქვენ ტვინში რა ხდებოდა ნეტა?! თამაშის გაყიდვას რაც შეეხება, ძალიან მაინტერესებს რამდენ დოლარში ან ევროში შეიძლებოდა რო გაყიდულიყო? 2-3 მილიონად? და ეს რა თანხაა ფეხბურთში? ჯგუფურზე რო გასულიყვნენ ეს რა წარმატება იქნებოდაა იციან ნეტააა?? გინდ ფინანსურად და გინდა მორალურად , მთელი ქვეყანაში ზეიმი იქნებოდაა, მაგრამ ესენი დაბალი ხარისხის ქართველები არიან, ხასიეთით ოდნავ მიახლოვებულებიც კი არ არიან რაგბისტებთან, კალადბურთელებთან, მოჭიდავეებთან, ანუ ესენი კიკინაა, ბლანჟე, ვითომ ვაჭკაცური წვერი, ტატუუ, მოკლედ მარიაჟობაში გაყავთ მთელი ცხოვრება, უსახელო და არაფრის მთქმელი კარიერააა, სტროიკაზე მუშაობას კი ჯობია საქართველოს ჩემპიონატში თამაში, 1500-2000 ლარამდე კი აქვთ მინიმუმ , თან ალბათ აქაიქ ცოტ ციტას ცაიყომარებენ ბიჭები და კი ყოფნით რააა, თან მე შენ გეტყვი ვინმე დადის მაგათ თამაშზე და უყურებს თუ რააა,,/ საფუძვლიანად არის შესაცვლელი ყველაფერი , რაც ძალიან ძნელია, აი ბიზნესმენმაა როგორ უნდაა ჩადოს ფული ამ ჭაობში? ან ძალიან უნდა უყვარდეს ეს ქვეყანა და უნდა უღირდეს, ანდაა ისე უნდა იქცეოდეს როგორც ეს ფიფიები, და ჩაჩავებიი და ეს ვიღაცეები რო იქცევიან, წიწილებივით რო ყიდიან ახალგაზრდებს სადღაც უფარჩაკეს ლიგებში ზამენებად!!!!
Vasili
15 აგვისტო 2019 13:58
0
კაზინოში ღამის თევას ჯობია ივარჯიშოთ,,ვიცი ვინც ათევს და აღამებს
ზურაბი
15 აგვისტო 2019 12:41
0
როგორც კი უკრაინელების ინფორმაცია წავიკითხე უკვე გასაგები იყო ყველაფერი მარა ამ იუდების წაგებაზე მაინც ვერ დავდე ფული სომხებს როგორ უნდა უქომაგოს ქართველმა ქართველის წინააღმდეგ მეთქი.წადი რა დადე და იშოვე ორი კაპიკი
nika
15 აგვისტო 2019 11:52
3
ყენიამ საპენსიოში განცხადება შეიტანა ნეტა, თუ უკვე არ ეკუთვნის?!
ბარაქა
15 აგვისტო 2019 11:06
2
პირველ არხს, საზოგადოებრივ მაუწყევლობას მინდა მივმართო:მიპასაუხეთ რატომ დაიწყო მეორე ტაიმი ორი წუთით გვიან?რას გადაგვაყოლეთ ამ რეკლამებს? და კიდევ ფეხბურთის ტრანსლაციის რეჟისორს:დააყენე ერთი კამერა მაღლა და შორს მთელი მოედანი რომ მოიცვას და ისე გვაყურებიე.{ნეტა არ გინახავთ სხვა ქვეყნებში როგორ მიყავთ რეპორტაჟი???}
chabuka
15 აგვისტო 2019 12:05
2
2011 წლის საქართველო-ხორვატიის მატჩი მიხეილ სააკაშვილმა ჩააწყო!!! მატჩის დღეს თბილისში ჩამოსულ ხორვატიის პარლამენტის იმდროინდელ თავჯდომარესთან გვარად ბებიჩთან.ღმერთს ვფიცავ-როგორც კი გავიგე ბებიჩი ვიზიტით მოდიოდა ზუსტად თამაშის დღეს,მეგობრებს ვუთხარი-"საკაშვილი ამ თამაშს ჩააწყობს მეთქი" იურმალა 2008 ზეც წინასწარ მივხვდი და ვეუბნებოდი ყველას რომ ჩვენი დუეტი Georgia აუცილებლად გაიმარჯვებდა.ვიცოდი რა სააკაშვილის მცდელობა-ქართული საზოგადოების სიაამაყის და ნაციონალური გრძნობების ამაღლების შესახებ.ძალიან არ მინდა ასეთი რამის წერა,მაგრამ ყველაფერი ეს რეალურად მოხდა და ჩემს ვალად ვთლი,რომ ქართველმა ხალხმა ჩემგან გაიგოს ამის შესახებ რათა ყველამ დავდგეთ ერთად ასეთი სამარცხვინო საქციელის წინააღმდეგ.
გიოშა
15 აგვისტო 2019 08:44
21
:) მიდით მიდით წერეთ დიზლაიკები! არც ქოცი ვარ და არც ნაცი,პოლიტიკიდან შორს ვდგავარ!!!კარგად მესმის იმ ადამიანების ვისაც არ უნდათ ამის დაჯერება,ეროვნული სიამაყის გამო,მაგრამ ვერაფრით ვგებულობ ლაჩრების და არაკაცების საქციელს...! ქართული საზოგადოება აუცილებლად "საბურთალოს" ფეხბურთელების გვერდით მიგიჩენთ ადგილს ისედაც დამცირებულ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაბითურებისთვის და მათი სულში ჩაფურთხებისთვის!!!
გიოშა
15 აგვისტო 2019 13:08
4
ლადო შე მბოდავო,:))) გასაგებათ ვწერ და რად ვერ გაიგე,მაგრამ შენნაირი ვერსდროს გაიგებს.
გიოშა
16 აგვისტო 2019 16:41
0
ყველა გამოხმაურება
პირველად იმის დაწერას ვაპირებდი რომ,საქართველოში ქართველები გადაშენდნენ-მეთქი და ვინც შემორჩა იმათთვის სულერთია ქვეყანა,ხალხი,სინდის-ნამუსი, მაგრამ ღმერთს დიდება ასე არ ყოფილა.კომენტარების წაკითხვის შემდეგ ცოტა დავწყნარდი.რაც შეეხება ფეხბურთს,მე ფეხბურთის არ მცოდნე ვხედავ რომ 1.გუნდს უჭირს ბურთის ამოტანა ცენტრამდე{მოედნის გვერდზე პასები და უკან მეკარეს}2გუნდს უჭირს ბურთის აუტიდან შემოტანა{ყველას}გუშინდელ თამაშში 85 წუთზე შემოიტანეს ნორმალურად ბურთი.3.პასის მიცემა ისე ხდება ასეთ პასს აზრი არ აქვს,მოწინააღმდეგეს 1ან 2 კაცი უკვე კეტავს მიმღებს.4.ბურთის მიღება დასწრებაზე ხომ საერთოდ არ არის.5.შეუთამაშებლობა,ისე იქცევიან თითქოს ვარჯისზე სხვა რამით არიან დაკავებული.6.გაუთავებელი უსახური პასების ჩაწოდება მოწინააგმდეგის საჯარიმოში{ნეტა ვარჯიშზე რას ხვეწენ}7.ბურთის მიღების დროს ყველა დგას და ელოდება ბურთს.8.პრესინგი მე ასე მესმის{როგორც ფეხბურთის არ მცოდნეს}კაცმა კაცი უნდა აიყვანოს,ჩვენს შემთხვევაში ერთი კაცი დარბის ოთხს შორის.და ბოლოს ამას მწვრთნელი ვერ ხედავს? სულ დამავიწყდა,უხეშობა,უხეშობა და კიდევ უხეშობა.არ მინდოდა დაჯერება რომ,თამაშები გაყიდეს მაგრამ, ამას სხვა რა უნდა დაარქვა..........????
chabuka
15 აგვისტო 2019 11:43
3
მალი და ლაკვეხელიანი ცოდოა ამ მოყუმარე გუნდში.
ვაკო
15 აგვისტო 2019 13:29
1
რატომ ხართ ჟურნალისტები გაჩუმებულები? თქვენც კარგად იცით რომ მაგარი საეჭვო თამაში იყო.
Oniani
15 აგვისტო 2019 14:25
1
Daasamaret sabolood qartuli fexburti. Dzlivs gavcdit moldovur, kazaxur da azerbaijanul gundebs da a somxeti... PAZOR!
Tarieli
15 აგვისტო 2019 08:13
0

სიახლეები პოპულარული