კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
ხალხია ცოდო, ისედაც ამ დგეში მყოფ ხალხს კიდე ეს გვინდოდა, უსისხლოები ხართ საბურთალოოო
ენთაზი
14 აგვისტო 2019 22:17
1
თამაშამდე უკრაინულამა საბუკმეიკერო კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამ თამაშზე რაღაც საეჭვო ხდებოდა, ანალიზიც დაურთო თან თავისი ეჭვის გასამყარებლად. წავიკითხე თუ არა ეგრევე გავიფიქრე წააგებენ, თამაში გაყიდულია თქო, მაგრამ მქონდა იმედი, რომ ისინი შეცდებოდნენ. ფუ ამ უთავმოყვარეო ბიზნესმენების და მხოლოდ ფულზე დაგეშილი ხალხის ხელშია დღეს ყველაფერი. თავმოყვარეობა სულ დაკარგეთ? ადრე დინამო რომ არარატთან წააგებდა, ტელევიზორს აივნიდან აგდებდნენ, რა უბედურება გვჭირს რომ თავმოყვარეობა აღარ შეგვრჩა. ფუ მე მრცხვენია თქვენ მაგივრად, საზიზღრები ხართ
Patrioti
14 აგვისტო 2019 22:17
1
ხო, შენთვის თუ უკრაინული ფარჩაკი საბუკმეკერო კანტორის რაღაც ნაჯღაბნი თითონ შენი თვალით რაც დაინახე იმაზე დამაჯერებელია, ეს შენივე პრობლემაა?! ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ, იბრძოლეს ბოლომდე! წვაგეთ სამწუხაროდ, ოღონ ბრძოლაში წავაგეთ! ყველაფერს რაღაც გარკვეული მომზადება-ცოდნა სჭირდება, მათ შორის ფეხბურთის გაგებასაც.
aburjga
14 აგვისტო 2019 23:30
20
მეც წავიკითხე ეგ.. ხოდა ამ ახალი არარატის მფლობელი ხომ მილიარდერია..
zviads
14 აგვისტო 2019 23:02
0
მტკივა და მრცხვენია
irakli
14 აგვისტო 2019 22:13
0
ახლა ვხვდები რატომ წავიდა შინდგორიძე და ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს რაც შინდაგორიძეზე ვთქვი. ტფუი
romani bejanidze
14 აგვისტო 2019 22:11
0
ისიც არ იკადროთ რომ ბელორუსთანაც გაყიდოთ საშინაო ნახევარფინალი ამის დედაც!!!
ბაჩი
14 აგვისტო 2019 22:10
0
ხო არ დადგა კობიაშვილმა და მისმა ხროვამ გაარკვიოს პოლიტიკაში არიან თუ ფეხბურთში კმარა !!!!!!!!!!!!!!!
????
14 აგვისტო 2019 22:10
5
როგორც ვარაუდობდნენ თამაში გაიყიდა ბრავო მოღალატეები
Lova
14 აგვისტო 2019 22:10
2
აგაშენათ ღმერთმა ასეც ვიცოდი და კარგადაც მოვიგეეეეეეეეეეეეეე :)
გუჯა
14 აგვისტო 2019 22:10
24
კოხრეიზემ მაგარი პასი გააკეტა ტავის კარებსჰი, მკიდია როგორ ვცერ ჰვენ ფეხბურტსჰი ამატი იმედი მკონდა და დაუცვნენ, საგოლ და მოლოდეც
shalva
14 აგვისტო 2019 22:08
0
ქოც-ტოტალიზატორ-დიმპიტაურ-დამპიტაური ქვია მაგას!
კუჭკუჭი
14 აგვისტო 2019 22:08
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული