კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
ეს რა უთავმოყვარეები და უნამუსოები ყოფილან. შემაძულეს ფეხბურთის ყურება. თფუ თქვენი. დამიგლიჯეს ნერვები
კახა
14 აგვისტო 2019 22:28
2
საბურთალოა ერტადერთი გუნდი მსოპლიოში რომლის გულშემატკივართა რაოდენობა 50 კაცს არ ცდება. ვისაც გონია ამდენი ხალხი რო დადიოდა ამატი გულშემატკივრები იყვნენ ცდება. გულშემატკივარი შიდა ჩემპიონატის თამაშებით იზომება
ave
14 აგვისტო 2019 22:28
2
ამ ლეშების ყურებას როგორღა გვთხოვენ და სტადიონზე მისვლას ? კობიაშვილის და მთელი ქოც ხროვის ყურებაც ამოვიდა ყელში ... ამათ გაკეთებულ საქმეს რა უთხარი
დათო
14 აგვისტო 2019 22:27
10
გაყიდეს თამაში :(
((((
14 აგვისტო 2019 22:27
4
პულზე დახარბებული გინდი!!!!!
tamaz
14 აგვისტო 2019 22:22
3
ამის მერე ნუგარ გაგიკვირდებათ ასე ცოტა გულშემატკივარი ,რომ დადის !!
ანრი
14 აგვისტო 2019 22:22
3
ძალიან იმედგაცრუებული ვარ,წაგება გასაგებია, წვიმაში ტაშით გააცილა გულშემატკივარმა.
დღეს რა იყო
მწვრთნელი, ფეხბურთელები სად იყვნენ, ბრძოლა, ჟინი
ძალიან ძალიან ძალიან იმედგაცრუებული ვარ
:(((
Daviti
14 აგვისტო 2019 22:20
2
ეს მექრთამეები, ეს თამაშების და ქვეყნის გამყიდველები სახელმწიფომ უნდა აფინანსოს კიდე? ესენი ისეთი ღორებია ამათ მთელი ბიუჯეტი ჩვენი ქვეყნის რომ მისცე კიდე უკმაყოფილო იქნებიან საკმარისი არააო, ფუ ეს ღორები მფლობელიდან ფეხბურრთელებით დამთავრებული, ეს ფეხბურთელები ყველაფერზე ხელს მოაწერენ ოღონდ ხელფასის 2 და 3 ათასი ლარი არ დაეკარგოთ. ხელმძღვანელობამ დაგეგმა თამაშის ჩაშვება და შესრულებით ხომ ამ ეგრეთ წოდებულმა ფეხბურთელებმა შეასრულეს დავალება, კიდე ამ ღორებს უნდა ვუქომაგოდ და ამათ წარმატებებს ველოდოთ? ფუ თქვენი ყომარბაზი...
paata
14 აგვისტო 2019 22:17
5
არ გეცოდებათ ხალხი ისედაც დატანჯული უამრავი საფიქრალით თქე უჯიგრო ბრექებო
Racha
14 აგვისტო 2019 22:17
1
რა არის ამაში ცუდი. ეს იყო გუნდის ბოლო გაფახურება, რაიმე წარმატებაზე. ამის იქეთ უეჭველი დამარცხება და გამოვარდნა იყო. აქეთ კი ტოტალიზატორზე კაი კუში იდო......
მე მოვიგე!
14 აგვისტო 2019 22:17
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული