კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
აი რა საქმე უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და ერთი ათი წელი მზის სხივი არ უნდა დაანახვო ხეჩიკაშვილიდან დაწყებული ამ წვერება ტრენერით გაგრძელებული და ამ უნამუსო ფეხბურთელებით დამთავრებული
kote
15 აგვისტო 2019 09:39
2
1. გიორგი კოხრეიძე გმირობიდან ანტიგმირად იქცა. ამდენი წელია ფეხბურთს ვუყურებ და ასეთი არაფერი მახსენდება. შეტევიდან როგორ უნდა გააკეთო ისეთი პასი, რომ მოწინააღმდეგე პირისპირ დატოვო? რა ახსნა აქვს, შეგიძლიათ მითხრათ?

2. რეხვიაშვილმა თავისი თავი გამოავლინა. როგორ შეიძლება სახიფათო ვარდნა ფეხებში, როცა ფეხბურთელი არა კარის მიმართულებით, არამედ ფლანგისკენ გარბოდა? ეს იყო გამიზნული თამაში თუ უკიფურესი არაპროფესიონალიზმი?

3. თამაშგარედან რომ გოლი გავიტანეთ ბოლო წუთზე და მსაჯმა გააუქმა, ფორმალურად მაინც გაგეპროტესტებინათ? არ დაგწყდათ გული? ბოლო წუთზე გაგიუქმეს გოლი

4. 0:2-ს აგებს გუნდი, 15 წუთია დარჩენილი და სწრაფი აუტის ჩამოწოდებას ვერ ახერხებს გუნდი. სანამ 2-3 ფეხბურთელი არ ჩაენაცვლა ერთმანეთს.

5. არანაირი შტურმის მსგავსი არ მოუწყვია გუნდს. ზაგრებთან შეძელით და ამ ფარჩაკ არმენიასთან ვერა?? სირცხვილია. თამაშამდე, უკრაინულმა საიტმა რომ საეჭვო თამაშად დაასახელა ეს შეხვედრა, გაგაფრთხილეთ, რომ არაფერი მსგავსი არ გაბედოთთქო, ქართველი გულშემატკივარი არ გაპატიებთთქო. შედით სოც. ქსელებში, როგორი გაბრაზებული და გულდაწყვეტილია ხალხი
საინტერესო ფაქტები
15 აგვისტო 2019 09:33
0
დიდი ხნის შესვენების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი საერთაშორისო შეხვედრები გამართეს ერევანში სომხეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ და ორივე მათგანში დამარცხდნენ, შესაბამისად ანგარიშებით 8–1 და 22–1. 2012 წელს საქართველო პირველად შევიდა მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამაში, მან მონაწილეობა მიიღო IIHF-ის 2013 წლის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა. ქართველები ყველა შეხვედრაში დამარცხდნენ და საკვალიფიკაციო ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულეს. ამონაწერი ვიკიპედიიდან. ეს ეხება ყინულის ჰოკეის. ასეა ფეხბურთიც. არაა ჩვენი საქმე ეგ სპორტი და დავანებოთ თავი.
სან დრო©
15 აგვისტო 2019 09:32
1
2011 წლის საქართველო-ხორვატიის მატჩი მიხეილ სააკაშვილმა ჩააწყო!!! მატჩის დღეს თბილისში ჩამოსულ ხორვატიის პარლამენტის იმდროინდელ თავჯდომარესთან გვარად ბებიჩთან.ღმერთს ვფიცავ-როგორც კი გავიგე ბებიჩი ვიზიტით მოდიოდა ზუსტად თამაშის დღეს,მეგობრებს ვუთხარი-"საკაშვილი ამ თამაშს ჩააწყობს მეთქი" იურმალა 2008 ზეც წინასწარ მივხვდი და ვეუბნებოდი ყველას რომ ჩვენი დუეტი Georgia აუცილებლად გაიმარჯვებდა.ვიცოდი რა სააკაშვილის მცდელობა-ქართული საზოგადოების სიაამაყის და ნაციონალური გრძნობების ამაღლების შესახებ.ძალიან არ მინდა ასეთი რამის წერა,მაგრამ ყველაფერი ეს რეალურად მოხდა და ჩემს ვალად ვთლი,რომ ქართველმა ხალხმა ჩემგან გაიგოს ამის შესახებ რათა ყველამ დავდგეთ ერთად ასეთი სამარცხვინო საქციელის წინააღმდეგ.
გიოშა
15 აგვისტო 2019 08:44
21
იურმალა 2008 ფეტივალზე გაცნობებთ თუ როგორ მივხვდი რა მოხდა.მიხეილ სააკაშვილმა ალა პუგაციოვას ქრთამის სახით გადაუხადა გარკვეული თანხა რათა ქართულ დუეტს გაემარჯვნა! ფესტივალის პირველ დღეს ალა პუგაჩიოვა სიტყვით გამოვიდა და ყველას მიულოცა იურმალის 2008 წლის ფესტივალის გახსნა.განსაკუთრებული მილოცვები მიიღენ კონკურსნტების ქვეყნების პირველმა პირებმა.შემდეგ დაიწყო მონაწილე კონკურსანტების გამოსვლა.აღსანიშნავია ჩვენი ქართული დუეტის პირველი დღის შესანიშნავი გამოსვლა.სწორედ პერველ საკონკურსო დღეს ქართული დუეტის კარგმა გამოსვლამ განაპირობა მათი პირველ ადგილზე გაყვანა,რადგან ეჭვის საფუძველი არ შეიქმნებოდა... ფესტივალის მეორე საკონკურსო დღის დაწყების წინ ალა პუგაჩიოვა გამოდის გაღიმებული სახით და ბატონ მიხეილ სააკაშვილს მეორედ,პირადად ულოცავს ფესტივალის დაწყებას და ქართული დუეტის კარგად გამოსვლას!:)
გიოშა
16 აგვისტო 2019 17:49
0
ლადო შე მბოდავო,:))) გასაგებათ ვწერ და რად ვერ გაიგე,მაგრამ შენნაირი ვერსდროს გაიგებს.
გიოშა
16 აგვისტო 2019 16:41
0
ყველა გამოხმაურება
სირცხვილი, თავმოყვარეობა და ღირსება აღარ არსებობს?!!!!!!!
.....
15 აგვისტო 2019 08:20
0
ხალხს მოუწოდებენ სტადიონზე მივიდნენ და უგულშემატკივრონ ამ ქვეშეფსიებს.. წუხან ხალხი არ დადის თამაშებზე-ო...
ოკ
15 აგვისტო 2019 08:17
0
Daasamaret sabolood qartuli fexburti. Dzlivs gavcdit moldovur, kazaxur da azerbaijanul gundebs da a somxeti... PAZOR!
Tarieli
15 აგვისტო 2019 08:13
0
საბურთალოს დახეული სისხლიანი ნიფხავი ერევანში ცენტრალურ მოედანზე კიდია ..
ოკ
15 აგვისტო 2019 08:02
0
შერიფთან გამოვარდნას ბევრი დააკლდათ? რატომ გიკვირთ? ჩემი აზრით სასწაულებრივად გავიდნენ. იშვიათად გინახავთ ეგეთ სიტუაციაში მყოფი ქართული გუნდი? საკუთარი ილუზიების და მოლოდინების მსხვერპლი ხართ, ხალხო. ცოტა დაეშვით.
Odala
15 აგვისტო 2019 07:57
4
სადაა პროკურატურა რატო არ იძიებს აშკარად გაყიდულ თამაშს??? საერთოდ დასაშლელია ეს გუნდი, გავა დრო და ფაქტებიც დაიწერება რომ ჩაწყობილი თამაში იყო, ისედაც აშკარად ჩანდა
ანრი
15 აგვისტო 2019 07:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული