კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
ქოცებო იმდენი ჭკუა და გამჭრიახობა მაინც ხომ უნდა გყოფნიდეთ რომ მიმართოთ პროკურატურას და ხალხის გულის მოსაგებად აღძრათ საქმე მაგრამ ამას არ იზავთ რადგან თქვენი დამქაში და ძმაბიჭია გარეული ამ უბინძურეს საქმეში
gia
15 აგვისტო 2019 10:49
9
ნერვები მეშლებოდა რატო მიდიან ჩვენი ბიჭები ჭ კლასის გინდებში საქართველოში მაინც ითამაშონ თქო!!! მარა ეტყობა იციან აქ რა წამპლობაცაა და ურჩევნიათ თავი აარიდონ!! ჩვენ გკიდივართ გკიდივართ. მაგრამ ან მშობლები არ გყავთ ან ცოლები ანაც შვილები? როგორ უყურებთ სახლში რო მიდიხართ!!! ამათთან არ გაგეყიდათ და დუდელაჟნთან 20:0 წაგეგოთ ესე არ მეეყინებოდა :(( დილიდან საზიზღარ ხასიათზე გავიღვიძე გუშინდელის მერე!
ბოკინიო
15 აგვისტო 2019 10:46
2
ფეხბურთელმა ბლანჟე და კიკინა მაშინ უნდა მოუშვა რამეს, რომ მიაღწევ და სარკეში ჩასახედად გეცლება.
mmg
15 აგვისტო 2019 10:46
2
ყველაფერი ხომ ნათელია რაც მოხდე, ეს იყო გარიგება ორ გუნდს შორის, რომ ერევანში საბურთალოს უნდა მოეგო და თბილისში არარატს, აუცილებლად ძალოვნები უნდა ჩაერიონ და გამოიძიონ რაც მოხდა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, გუშინდელი თამაშის მონაწილეებს მინიმუმ- სამუდამოდ უნდა აეგრძალოთ ფეხბურთის თამაში, ქართველი ხალხის მასხრად აგდებისთვის,
zmo
15 აგვისტო 2019 10:45
2
გიოშა რეებს ბჟუტურებ, აზრზე ხარ საერთოდ? შენი აზრით თუ სადმე რაიმე მოგვიგია ყველაფერი ჩაწყობილია არა?საკუთარ ინსინუაციებს ასაღებ ჭეშმარიტებად და საოცარი ის არის რომ აქ კიდევ ვიღაცეები გილაკებენ, ვაი ჩვენს პატრონს მართლა...
ოპტიმუს
15 აგვისტო 2019 10:42
15
:) ღრმად პატივცემულო ოპტიმუს,ჯერ ერთი მე თქვენთვის შეურაცყოფა არ მომიყენებია და მერე მეორე საზოგადოებამ განსაჯოს ვინ უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთან-მე თუ თქვენ! მართალი გითხრათ ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ თქვენს თავზე-გგონიათ რომ ყველაფერი იცით,ამ დროს ხალხის მიერ თქვენზე დაწერილი დიზლაიკები საწინააღმდეგოზე მეტყველებს!
გიოშა
16 აგვისტო 2019 16:31
2
საბურთალომ ტირასპოლში 3-0 რატომ მოიგო ბევრი თქვენთაგანი ალბათ მიხვდა.დნესტრისპირეთი და მისი დედაქალაქი ტირტასპოლი ფაქტიურად რუსეთის ნაწილია,მას მართავს რუსეთის ფედერაცია .მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ეროვნებისაა ამ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოში.რუსეთში კი როგორც ვიცით ტოტალიზატორებში ყომარის ბუმია,ფსონების 90 პროცენტი სწორედ ფეხბურთზე იდება! ტირასპოლის შერიფის ძალა ყველა რუსმა კარგად იცის და რა თქმა უნდა საბურთალოზეც ქონდათ წარმოდგენა-რომ შერიფზე სუსტი გუნდია.დარწმუნებული ვარ შეძლებულმა რუსებმა დიდი ფული დადეს 1.შერიფის 3 ბურთით არ წაგებაზე.2.შერიფი ერთ გოლს გაიტანს. და ა.შ. უამრავი ვარიანტია. :) ღრმად პატივცემულო ოპტიმუს,ჯერ ერთი მე თქვენთვის შეურაცყოფა არ მომიყენებია და მერე მეორე საზოგადოებამ განსაჯოს ვინ უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთან-მე თუ თქვენ! მართალი გითხრათ ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ თქვენს თავზე.გგონიათ რომ ყველაფერი იცით,ამ დროს ხალხის მიერ თქვენზე დაწერილი დიზლაიკები საწინააღმდეგოზე მეტყველებს!
გიოშა
15 აგვისტო 2019 19:02
2
ან შევარდნა რა იყო ან გამოვარდნა,ვერ ხედავთ მაფიოზებურ კლანად გადაიქცა საქართველოში ფეხბურთი?თუ გარიგება არ იყო,როგორ, ერთი გოლიც ვერ უნდა გაეტანათ?საერთოდ რაში ხარჯავს სახელმწიფო ამ უქნარებზე ფულს?ხომ ვერ მეტყვით?ან და რა გახდა ერთი ნორმალური ტრენერის შოვნა?თუ არა და რას გვჭრით თავს.
ტასიკო
15 აგვისტო 2019 10:41
1
აი ყველა სისულელე ჩვენ რატომ ინდა გვემართებოდეს და ყველას ბულკი ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ... ტელევიზორშიც კი არ მინდა უკვე ამათი ყურება! არაპრპფესიონალიზმის მეტს ვერაფერს ვუწოდებ ამას, 3 თამაშიდან სამივეს რომ აგებ საკუთარ მოედანზე და მათ შორის ორს ჭ კლასის გუნდთან აბსოლუტურად უთავმოყვაროდ... როგორ უნდა სთხოვო მერე ვინმეს, რომ საქომაგოდ მოვიდეს სტადიონზე?!
Lasha
15 აგვისტო 2019 10:27
1
როგორც ყველაფერი არ იჭმევა ისე არსებობს რაღაც ზღვარი სადაც ფულის კეთება საკუთარი და ხალხის შეურაცყოფით დანაშაულის ტოლფასია.განა რა აიღეთ იმდენი რომ მთელი ქვეყანა მთელ თქვენს ვითომ ადამიანობას მრავალ ბრუნვაში მოიხსენიებს და რაც მინიმალურია იმასთან შედარებით ქართულ ქვეყანას და ქართველ ხალხს გაუკეთეთ.ეტყობა მართლა დავდედლით თორემ ამის მეასედი რომ გაუბედონ ევროპაში გულშემატკივრებს ალბათ სტადიონიდან ცოცხალს ვერ გაასწრებდნენ.იქაც კეთდება თამაშები მაგრამ ამაშიც არ ვარგიხართ ისე უნიჭოდ და აშკარად აწერთ ხელს ფულის აღებას.ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს ნორმალური ფედერაციით პროკურატურით და სასამართლოთი მართლა სახალხოდ უნდა გაგასამართლონ და სამუდამო უნდა მოგისაჯონ ქვეყნისა და ხალხის ღალატისთვის
lado
15 აგვისტო 2019 10:16
2
კოშმარი- რომელიც რაც შეიძლება ადრე უნდა დავივიწყოთ..ყველასთან წაგებას შევეგუებოდი მაგრამ არა ასეთი დონის სომხურ კლუბთან..
ბევრი ეპიზოდი იყო საეჭვო და არის საბაბი რომ დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები.
თუ მართლა ნაჩალიჩებია ფეხბურთიდან მოკვეთა კი არა- მზის სხივი უნდა მოანატრო ამათ.
REZO
15 აგვისტო 2019 10:15
2
სირცხვილი!...
არ ვიცი რა შეიძლება დაერქვას ამას... ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი და იმედგაცრუება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ჩვენ გვტკივა, ყველას გვტკივა და განვიცდით. შეურაცყოფა მოგვაყენა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონმა და ამ შედეგით ძალიან ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. სამწუხაროდ საოცრად დიდი არაპროფესიონალიზმი გამოავლინა ყველამ, სამწვრთნელო შტაბინ-ფეხბურთელებიანად (ერთი-ორის გამოკლებით). ფეხბურთში ძალიან იშვითია ისეთი მომენტი, როდესაც გაწყობს 3 შედეგი, მათ შორის წაგებაც კი:)) მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქით გადასვლაც არ შეიძლება, რომლის მიღმაც უკვე თავმოყვარეობა, საკუთარი ხალხისა და ქვეყნის პატივისცემა, მათდამი სიყვარულია. ამ ზღვარზე გავლა არ შეიძლება რათა არ "გაგეპაროს" და საკუთარ ქვეყანასა და ხალს თავზე არ გადაასვარო. ბიჭბს კი ეს მოუვიდათ. აი ეს ქვია ამ ყველაფერს და მეტი არაფერი...
ანესთეზეოლოგი
15 აგვისტო 2019 09:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული