კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
რა ხალხიც ვართ, რა სახელმწიფოც გვაქვს, რა მთავრობაც გვყავს, ის ფეხბურთიც გვაქვს.
გიგა
15 აგვისტო 2019 00:15
1
შეგრცხვეთ ბოლო ბოლო რას გავს ეს? მარტო გულშემატკივრებს რომ მოუწოდებთ მოვიდნენ სტადიონზე უნდა გაამართლოთ კიდეც და გაახაროთ გულშემატკივარი მაგრამ ნამუსი და გულშემატკივარის სიყვარული არაგაქვთ, ერთხელ მაინც მოხვდით ჯგუფში სირცხვილია სირცხვილი.
beso
14 აგვისტო 2019 22:36
3
მერე მივიდა გულშემატკივარი?! რა ვიცი, მე ერთ მოშორებულ რაიონში ვცხოვრობ და ტელევიზორში სულ სომხური დოლის ბრახუნი და არარატ-არარატ მესმოდა?!
aburjga
14 აგვისტო 2019 22:57
3
მოდი და არაგინო ახლა ამათ მაგრამ ამათგან განსხვავებით თავმოყვარეობამაქ ჭიაბერაშვილს იმდენი აქეს ადიდეს გამოჩნდა რაცაა უთავმოყვარე ღორები ასეთ შანს როვერ შეირგებ მწვრთნელიანად დაშალოუნდა,
გეო
14 აგვისტო 2019 22:35
1
კოხრეიზემ მაგარი პასი გააკეტა ტავის კარებსჰი, მკიდია როგორ ვცერ ჰვენ ფეხბურტსჰი ამატი იმედი მკონდა და დაუცვნენ, საგოლ და მოლოდეც
shalva
14 აგვისტო 2019 22:08
0
კარგია საზოგადოება ბოლო-ბოლო რომ გაერკვა თუ რა ხდება სინამდვილეში! მაგრამ მეგობრებო-არ დაივიწყოთ ის რაც დღეს მოხდა და ყოველთვის ეჭვის და კრიტიკული თვალით შეხედეთ აბსოლიტურად ყველა თამაშს ჩემპიონთა ლიგის თამაშები იქნება (გუშინ პორტომ,სელტიკმა და ყარაბახმა ფოკუზი გააკეთეს) თუ საქართველოს ჩემპიონატის მატჩები.რუსეთში ხომ ყველა თამაში ჩაწყობილია-რუბიინის ბოლო მოგებები და ქართველების გოლები აშკარა ფოკუზი იყო!!! მერწმუნეთ ძაან იოლად შეგიძლიათ გამოცნობა,კარგად დაკვირვებით კრიტიკული თვალით თუ შეხედავთ ფეხბურთელების თამაშს მათ სიყალბეს აუცილებლად აღმოაჩენთ.ძალიან არ მინდა რომ დავწერო ფეხბურთში ჩაწყობილ თამაშებზე,მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია.
გიოშა
14 აგვისტო 2019 23:52
3
ვინერვიულე,მაგრამ თავი მალევე დავამშვიდე:ტუტუც,სამშობლო შენივე ნუვორიშებმა აგაღლიტეს;ის ფაქტობრივად აღარ გაქვს და სპორტი საიდან გექნება?`(ვიცი,რომ ადმინი არ გაუშვებს,მაგრამ თავად რომ წაიკითხავს-ესეც ნუგეშია).
Giorgi Janikashvili
14 აგვისტო 2019 22:41
4
ჭიაბრიშვილმა თქვა საუკეთესო კენჭისყრა იყოო, გაგვიმართლაო, მგონი მართლა გაუმართლათ რა მაყუთიც დღეს მოჭიმეს დამიჯერეთ საქართველოში მაგდენი მაყუთი ბიუჯეტში არაა ფორით ორიანზე კაი კუში ექნებოდა ალბათ. ვინმემ იცით რა ქონდა არარატს მოგებაზე კოეფიციენტი?
romani bejanidze
14 აგვისტო 2019 22:31
2
ამ ლეშების ყურებას როგორღა გვთხოვენ და სტადიონზე მისვლას ? კობიაშვილის და მთელი ქოც ხროვის ყურებაც ამოვიდა ყელში ... ამათ გაკეთებულ საქმეს რა უთხარი
დათო
14 აგვისტო 2019 22:27
10
იცით რა გამახსენდა ? არსებობდა ესეთი კლუბი ამერი , მემგონი თასიც აქვს მოგებული . ხოდა ზუსტად მაგ თასის გამო , მოუწია უეფაზე თამაში დ ზუსტად იგივე ხდებოდა იქაც . მოიგებდა გასვლას , წააგებდა სახლში და მგონი გუნდის ყველა წევრს , ტოტალიზატორში ქონდა გამაზულო . ხოდა , მგონია რომ იგივე ხდება აქაც , გუნდმაც იშოვა ფული და ფეხბურთელებსაც აშოვნინა . ეს ქვეყანა კი არა , ერთი დიდი ჭაობია , თუმცა ამის დაშრობა , რომ ვუყურებ წარმოუდგენელია .
ATP 16
15 აგვისტო 2019 02:08
2
არარატის მფლობელს საქართველოშიც აქვს ბიზნესი. ტაშირ პიცა თუ გაგიგიათ. ჰოდა მოკლედ ქართული და სომხური მაფია შეხვდა ერთმანეთს. ჩვენმა მაფიოზებმა ზუსტად მაგ მაფიოზობაშიც არ ივარგეს და მოკლედ შედეგიც სახეზეა. ვიმეორებ მ ა ფ ი ა
თემო
15 აგვისტო 2019 00:20
1

სიახლეები პოპულარული