გიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან  მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".


altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია


მკითხველის კომენტარები / 103 /
შენც არანაკლები ნაგავი ხარ ისევე როგორც შენი ფეხბურთელები. 15 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყების დღეა და ყველას გვახსოვს რას სჩადიოდა სოხუმსა და გაგრაში ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი.ჩემი ალალი დეიდაშვილი 20 წლის ბიჭიც სომეხმა ბოევიკმა მოკლა. უნდა გეთამაშათ ამ ბიჭების ხსოვნის გამო,ჟიული შარტავას,მამია ალასანიას და დიდი გურამ გაბისკირიას გამო. მაგრამ თქვენ ღირსება,ზნეობა და სინდისი ვინ მოგცათ თქვე უთავმოყვარეო არაკაცებო. თქვენ ხომ იმ თაობის წარმომადგენლები ხართ შარვალჩახდილები რომ აპროტესტებთ ოკუპაციას.არადა თქვენზე პატარა ბიჭი იყო ანწუხელიძე მტერს ქედი რომ არ მოუხარა. სათითაოდ ხართ გასალახები. წაგებით თქვე მათხოვრებო თქვენ კი არა რეალი და იუვენტუსი აგებენ მაგრამ წაგებასაც ხომ გააჩნია.ღირსება არ უნდა დაკარგოთ და ზნეობა რომლებიც თქვენ არ გაგაჩნიათ.ეს კი ისეთი თვისებებია რომელსაც თუ არ გაქვს ვერ იყიდი.
ზაზა
15 აგვისტო 2019 09:41
5
ამას ალბათ ის თაობა ამბობს, ერთმანეთს რომ ხოცავდა რუსთაველზე და აფხაზეთშიც. სადაც მიგვიყვანეთ, ვხედავთ ყველანი. ამიტომ ეხლა თქვენ თქვენს ღირსებას მიხედეთ და ახალ თაობას ნუ ეხებით.
Lasha
15 აგვისტო 2019 10:44
20
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს დადგმულ ორმატჩიან სპექტაკლს..არა მგონია , რომ მარტო ფეხბურთელებმა იკადრეს და გააკეთეს ეს უნამუსობა. მწვრთნელიც და ხელმძღვანელობაც იყო კურსში. აიღეს ძალიან დიდი მაყუთი სომხებისფან და დაუთმეს გზა. მოვუწოდებ ყველას ზურგი აქციოს ამ კლუბის თამაშებს და იმ ხალხს ვინც სათავეში უდგას და იქ თამაშობს. შეიძლება გუშინაც იყო ერთი ორი უდანაშაულო ფეხბურთელი, თუმცა ძაან მეეჭვება. ისინი წასაგებად გამოვიდნენ..
Vakhtang Lobzhanidze
15 აგვისტო 2019 09:36
1
ანუ დუდელანჟს ვერ დავამარცხებდითო და ისევ დიდი კუშის მოხსნა ჯობდა?! არანაირი გამართლება არ გაქვს არც შენ და არცერთ ფეხბურთელს, სამარცხვინოებო!
ლაშა
15 აგვისტო 2019 09:25
1
რისი ღირსი ხართ შენ და შენი მოთამაშეები, მითუმეტეს თუ იმ უკრაინულ საიტს დავუჯერებთ კი ვიცი, მაგრამ ამ ქვეყანაში სად არის პატრონი?! სამწუხაროა, რომ გულშემატკივრების ეს აღშფოთება მხოლოდ საიტებში კომენტარებით თუ შემოიფარგლება. ტუმცა ვინ უნდა მოგთხოვოს პასუხი, გუშინ ჩანდა, რომ არარატის ფანები უფრო მობილიზებულნი იყვნენ, ვიდრე საკუტარ ქალაქში მოთამაშე თბილისის გუნდი. 100 ახალგაზრდაც კი ვერ შეკრიბა ფან-ზონის სახით, რომ სტადიონზე როგორმე სომეხი გულშემატკივრების ხმაური ჩაეხშოთ. სტადიონზე მოსული ხალხი უბრალოდ ქართული გუნდის მხარდასაჭერად იყო მოსული და ისე ამხნევებდა ამ უსირცხვილოებს, მაგრამ რად გინდა, როცა ღირსების ნატამალიც არ გააჩნიათ საბურთალოს ვაი ფეხბურთელებს და მის მწვრთნელების შტაბს.
ynwa
15 აგვისტო 2019 09:12
1
Sulshi chagvapurtxes es ra qenit to tave ocdaat vercxlze gayidulebo iudebo...vax eseni vinebi arian to shemaIGes pegburti
GochA
15 აგვისტო 2019 09:09
1
ეგენი ცხენის კუდზე უნდა გამოაბა და არბენინო დოღში ეს უთავმოყვარეო ჯოგი მიგინეიშვილი როგორ ხტუნავდა პენალტის დროს მაგ სიმართლით გევლოს ომარა.
zurabi
15 აგვისტო 2019 08:56
1
თავმოყვარეობა თუ გაქვთ საერთოდ არც უნდა მიღოთ ეროვნულ ჩემოპიონატში მონაწილეობა არც გახვიდეთ სათამაშოდ. უბრალოდ საბურთალოს რო ვნახავ ცხრილში ყოვეთვის ეს გამახსნედება და მშვენივრად იცით რასაც ვგულისხმობ.. ამიტომ ცხრილშიც არ უნდა გამოჩნდეთ უბრალოდ დაიშალეთ ჯობია
reali
15 აგვისტო 2019 08:54
1
კაზინო აჭარაბეთი რო სპონსორი იქნება ჩემპიომნატის რაღა ფეხბუთზე მელაპარაკებით ნუ იშლით ნერვებს
ფეოლა
15 აგვისტო 2019 08:49
1
შEნი ბრალი არაპერი Aრაა დმა!!!
შEნ ნიHიერი მრწვნელი ხარ და თAნ მაგიი!!!
Kutaiseli
15 აგვისტო 2019 08:49
8
საერთოდ არ თქვათ უნდა ჩვენ კლუბი ვართ და ფეხბურთელები და მწვრთნელებიო!!! თქვენ ვინ ხართ იცით? ჭ კლასის გუნდი და მწვრთნელები.... რაც გააკეთეთ ეს არის უდიდესი სირცხვილი მეტი არაფერი... ფულის მონები!!!
გიო
15 აგვისტო 2019 08:43
2

სიახლეები პოპულარული