გიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან  მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".


altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია


მკითხველის კომენტარები / 103 /
ვის არ წაუგია. მილიარდები ჩადეს პსჟში და ვერ ვერაფერი. თუკი წახვალ ეს უარესი იქნება გუნდისთვის. თუკი დაიშლება გუნრი ეს ორმაგად სამარცხვინო იქნება ვიდრე არარატთან წაგება. უნდა მოძლიერდეს გუნდი და შემდეგი წლისთვის მოემზადოს.მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას . დაშლით და თავიდან აწყობით საქმეს წინ ვერ წაიგდებთ
მიშა
15 აგვისტო 2019 03:10
20
სად ერეკლე და სად პსჟ?!
არარატთან ნაპრინციპ არ უნდა წააგო.წერტილი.
გულშემატკივარი
15 აგვისტო 2019 03:37
1
საბურთალომ ბოლომდე იბრძოლა. ამ გუნდს დიდი მიზნებისათვის ბრძოლა შეუძლია. ეს თამაში მსაჯმა გააფუჭა. სომეხი ფეხბურთელები დროს წელავდნენ. სტადიონზე მყოფი ქართველი ქომაგები დაუღალავად გულშემატკივარობდნენ გუნდს. ტელევიზორის ყურების დროს კრიტიკა მარტივია. თუ გუნდის ნამდვილი ფანი ხარ, სტადიონზე წასვლა არ უნდა გეზარებოდეს.
Goga
15 აგვისტო 2019 02:37
46
შენ სხვა თამაშზე ხომ არ იყავი?
:-)
15 აგვისტო 2019 07:40
1
არ გაბედოთ და არ გალანძღოთ საბურთალო. ამ გუნდმა ბოლომდე ითამაშა. მე დავესწარი თამაშს. უკმაყოფილო ვარ მსაჯის ქმედებებით. არ დანიშნა ჩვენს სასარგებლოდ პენალტი, ბოლო წუთზე გატანილი გოლი არ ჩათვალა და აქეთ აჯარიმებდა ქართველებს. ფეხბურთელებს რომ აკრიტიკებთ, თქვენ თვითონ ითამაშეთ უკეთესად. თუ ქართული გუნდები არ მოგწონთ, მათზე ნუღარ ისაუბრებთ.
დათო
15 აგვისტო 2019 02:02
48
რა მიკვირს იცით... გასვლით თამაშებს რატო უნდა ვთამაშობდეთ უკეთ ვიდრე საშინაოს...არ ეხება ეს მარტო საბურთალოს...არ ვიცი რა გვჭირს...
ლევანი
15 აგვისტო 2019 00:21
5
ეს ძალიან ცუდია
keke
15 აგვისტო 2019 02:04
0
შEნი ბრალი არაპერი Aრაა დმა!!!
შEნ ნიHიერი მრწვნელი ხარ და თAნ მაგიი!!!
Kutaiseli
15 აგვისტო 2019 08:49
8
Mishas da nacbandas uxariat ararattan wageba.
Niko
15 აგვისტო 2019 04:27
12
მეცოდები
გიორგი
15 აგვისტო 2019 11:17
0
ნიკო,თუ ასე გგონია-სამკურნალო ჰყოფილხარ;დროს ნუ დაკარგავ!
Giorgi Janikashvili
18 აგვისტო 2019 12:09
0
ეხ რა დრო დადგა! წააგებ, ხომ ხდება რომ ვერ ააწყობ და აგებ? ჩააწყოვო. მოიგებ და ხვალვე ბარსას დააჯახეთ, ვინ ჩემი ფეხებია მესი! აგერ გვყავს თერთმეტი მესი და პელე კიდო! ვაი ჩვენ პატრონს!
ამათ ჩათვალეს, რომ საქმე მომთავრებულია და უგულოდ გამოვიდნენ, შემდეგ კი ვეღარ შეძლეს მუხტის შეტანა, სულ ეს იყო. მოკლედ დამსახურებულად წააგეს.
თქვენ კიდევ, რას იშლით ნერვვებს? ცხოვრება წავაგე და თავს არ ვიკლავ, თქვენ კიდევ საბურთალომ როგორ წააგოვო!!! ეუუუხხხ!!! მე უკვე სულ მკიდია წააგო, თუ მოიგო. მე მოვიგო და დანარჩენის ....
კ ო მ ბ ლ ე
15 აგვისტო 2019 02:48
17
Es samwuxaro ambavia.ase axlos arasdros yofila jgufshi gasvlastan,qartuli klubebii.saburtalo erti tavit magla dgas vidre araratii.es gundi axalsheqmnilia da arcerti fexburteli aryavt varskvlavii.me vfiqrob rom isev is chirs qartul fexburts rac sul problema iyoo.tamashebis gayidva chumadd.amas sxva raunda davarqvatt.gasvlaze igeb aset sust gundtan da shin agebb.tu asea sircxvili qartul fexburtss.gvegirseba netavi normaluri klubi odesmee.stadionebis gavseba raproblemaa ogond itamashon fexburtii......imedgacruebuli var sashinladd...
Giorgi
15 აგვისტო 2019 14:52
2
და რა იცი რო სომხებმა ერევანში არ ითამაშეს ტოტალიზატორზე , რახაც საეჭვო 2 ბურთი გაიტანა საბურთალომ 5 წუტში . თბილისში კი ჩამოვიდნენ მოიგეს და ცავიდნენ ,და საბურთალო არაფრის ბაიბურშიც არ იყო.
888
16 აგვისტო 2019 03:45
0

სიახლეები პოპულარული