ალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "არარატ არმენიასთან" "საბურთალოს" მარცხს (0:2) სოციალური ქსელით თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა:

"საბურთალომ" რაც ქნა, ზუსტად ამის გამო აღარ მიყვარს ფეხბურთი და ზუსტად ამიტომაც ჭკუა მეკეტება რაგბიზე!

ბრძოლის ჟინი და თავდაუზოგაობა მომწონს ჩვენს მორაგბეებში. ჩვენი წინაპრები ეგეთებად წარმომიდგენია! ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ტოტალიზატორებსა და მაქინაციებში ჩართული ხალხის გასაქანი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ.

ქართული რაგბი ღირსება და თავგანწირვაა, ქართული ფეხბურთი - უღირსობა და გულისრევა. ჩემი მშობლიური საბურთალო მაინც არ გერქვათ და ქარაქუცები
ან რამე ეგეთი მაინც დაგერქვათ".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ზუსტად ამას ვწერ მესამედ მაგრამ რატომღაც მიბლოკავთ,ალბათ დისკრინიმაციას,უხამსობასა და შეურაცყოფას ხედავთ ჩემს სიტყვებში.კარგით ბატონო,ეხლა მიპასუხეთ -რაც საბურთალომ გააკეთა გუშინ არ იყო მთელი ერის დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა??? რატომ არ წერთ არაფერს ამაზე ხალხო!? ძალიან გთხოვთ ეხლა მაინც ნუ დამბლოკავთ
ბათუმის ფანი
09:02 15-08-2019
2
ვინ ყავს ამ კოხრეიძეს ასეთი რო დასეირნობს სტადიონზე ორივე გოლის გაშვებაში მიიღო მონაწილეობა და ოფლი არ გამოსვლია ისე დატოვა სტადიონი, სირცხვილის გრძნობაც დავკარგეთ, ღირსება ბრძოლა თავდადება ყველაფერიდან დაცლილები ხართ.
iponi
09:05 15-08-2019
3

სიახლეები პოპულარული